ფოტო, რომელმაც მამა-შვილის ცხოვრება მთლიანად შეცვალა

იცით თუ არა...

15 სექტემბერი 15:00, 2017 წელი

„თუ ღმერთმა შენი დასაჩუქრება გადაწყვიტა, ამას აუცილებლად გააკეთებს“ - დარწმუნებულია სირიიდან დევნილი აბდულ ჰალიმ ალ-ათარი, მარტოხელა მამა, რომელიც იძულებული გახდა, ომს, ორ შვილთან ერთად, სირიიდან ლიბანში გაქცეოდა. 

4 და 8 წლის გოგონები რომ გამოეკვება, აბდულა ბეირუთში ავტოკალმებს ყიდდა, თუმცა ყველაფერი შეიცვალა, როცა მხარზე მძინარე შვილით მიმავალი მამაკაცი ნორვეგიელმა ჟურნალისტმა გისურ სიმონარსონმა შენიშნა, ფოტო გადაუღო და, დახმარების თხოვნასთან ერთად, სოციალურ ქსელებში განათავსა.

ფოტო, რომელზეც აბდულ ალ-ათარი მძინარე შვილთან ერთად არის აღბეჭდილი, ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა. დახმარების თხოვნას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. სამი თვის განმავლობაში ათარის ანგარიშზე 190 000 ამერიკული დოლარზე მეტი  შეგროვდა.

მარტოხელა მამამ ფული გონივრულად გაანაწილა: თავდაპირველად, 25 000 დოლარი სირიაში დარჩენილ მეგობრებსა და ნათესავებს გაუგზავნა. შემდეგ ოროთახიანი ბინა შეიძინა, სადაც, შვილებთან ერთად, საცხოვრებლად გადავიდა და ბოლოს, სტაბილური შემოსავალი რომ ჰქონოდა, პატარა საქაბაბე გახსნა.

ამჟამად ათარის ბიზნესში სირიიდან დევნილი 16 ადამიანია დასაქმებული. მზრუნველი მამა დარწმუნებულია, რომ ღმერთმა ფეხზე იმიტომ დააყენა, მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს დაეხმაროს. კეთილი ადამიანების წყალობით, ათარის უფროს შვილს სამწლიანი პაუზის შემდეგ, ისევ მიეცა სკოლაში სწავლის გაგრძელების საშუალება.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?