ნორვეგიელ მამაკაცს IKEA-ს სკამში გენიტალიები გაეჭედა

იცით თუ არა...

14 სექტემბერი 15:00, 2017 წელი

ეს კურიოზული შემთხვევა IKEA NORGE-ს მაღაზიაში შეძენილ სკამ MARIUS-ზე მოხდა, დაზარალებული კი 45 წლის ნორვეგიელი ფოტოგრაფი, სამი შვილის მამა კლაუს იორშტადია (CLAUS JORSTAD).

კლაუსი ჰყვება, რომ სკამი სპეციალურად, შხაპის მიღებისთვის შეიძინა, რადგან, მუხლის ტრავმის გამო, ფეხზე დგომა უჭირდა.



როცა სკამზე დაეშვა, კლაუსმა იგრძნო, რომ მისი გენიტალიები MARIUSI-ის ნახვრეტებში ჩაეშვა, მაგრამ თავიდან ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. მალე ცხელი წყლის ზემოქმედების შედეგად სხეულის ინტიმური ნაწილები იმდენად გაფართოვდა, რომ კლაუსი ხაფანგში გაება.
„ფეხზე ადგომა და განძრევა ვერ შევძელი, ამიტომ სასწრაფოდ იმაზე ფიქრი დავიწყე, როგორ გავთავისუფლებულიყავი „ხაფანგიდან“. რა თქმა უნდა, ყველა სისხლიან იდეაზე უარი ვთქვი და სკოლაში ნასწავლი ფიზიკა გავიხსენე. მალე შხაპიდან, ცხელის ნაცვლად, გრილი წყალი წამოვიდა, რომელიც ისეთი ყინულოვანი გახდა, როგორც ჩემი სიდედრის ღიმილი, როცა ჩემი და მისი ქალიშვილის ქორწინების ამბავი გაიგო“, - იუმორით წერს ნორვეგიელი.


მეცნიერული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შედეგად, ერთიანად აკანკალებული კლაუსი ხაფანგიდან გათავისუფლდა და აბაზანა მშვიდობიანად დატოვა. ის ერთხანს IKEA-თვის ჩივილს აპირებდა, შემდეგ კი ინციდენტს ჩვეული იუმორით შეხედა და დაინტერესდა, მიიღებს თუ არა IKEA NORGE ფირმის მაღაზია ანალოგიური ფორმის, მაგრამ ყვითელი ფერის სკამებს.

„გირჩევთ, აბაზანიდან სკამი მოაშოროთ, მაგრამ, თუ მისი დატოვება გადაწყვიტეთ, დარწმუნდით, რომ სათანადოდ ხართ ჩაცმული“, - უპასუხა ნორვეგიელს IKEA NORGE-ს წარმომადგენელმა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?