მოსწავლე, რომელიც მასწავლებელმა ტუალეტში არ გაუშვა, კომპენსაციად 1,25 მილიონს მიიღებს

იცით თუ არა...

23 სექტემბერი 15:00, 2017 წელი

ხელოვნების გაკვეთილის მიმდინარეობისას, 14 წლის მოსწავლე გოგონამ ტუალეტში გასვლა ითხოვა, თუმცა ხელოვნების მასწავლებელმა მიიჩნია, რომ ეს თხოვნა სკოლის წესდებას ეწინააღმდეგებოდა. 

ინციდენტი 2012 წლის თებერვალში, აშშ-ში, სან-დიეგოს პატრიკ ჰენრის სახელობის (patrick henry) სკოლაში მოხდა. 
ხელოვნების მასწავლებელმა გონია ვოლფმა (gonja wolf), ტუალეტში გაშვების ნაცვლად, გოგონა დამხმარე სათავსში გაიყვანა, სადაც დაბნეული მოზარდი იძულებული იყო, ვედროში მოეშარდა, რასაც თანაკლასელების დაცინვა და აბუჩად აგდება მოჰყვა.

მედიაში ფაქტის გახმაურების შემდეგ გოგონა იძულებული გახდა, რამდენიმე სკოლა გამოეცვალა.
საქმე იქამდე მივიდა, რომ მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. მაშინ მშობლებმა გადაწყვიტეს, მომხდარის გამო სასამართლოსთვის მიემართათ.

სასამართლო პროცესი, რომელიც 5 წელს გრძელდებოდა, 2017 წლის 28 იანვარს დასრულდა.
მოსამართლეებმა სკოლას, დაზარალებულების მიერ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად დასახელებული თანხის -25 000 დოლარის ნაცვლად, 1 მილიონ 25 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა.
ამასთანავე, სკოლამ უნდა დაფაროს 5 წლის მანძილზე ბავშვის მკურნალობის თანხები, რამაც დაახლოებით, 41 000 დოლარი შეადგინა.

ხელოვნების მასწავლებელს გონია ვოლფს ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა და სამუდამოდ აეკრძალა ბავშვებთან მუშაობა. საპასუხო სიტყვაში უკვე ყოფილმა მასწავლებელმა დანაშაული არ აღიარა და განაცხადა, რომ სკოლის წესდების თანახმად მოქმედებდა, თანაც არ ეგონა, თუ მომხდარი გოგონაზე უარყოფით გავლენას მოახდენდა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?