დინ რიდის საიდუმლო - რატომ მოიკლა თავი საბჭოთა კავშირში პოპულარულმა ამერიკელმა მომღერალმა?

იცით თუ არა...

29 სექტემბერი 15:00, 2017 წელი

22 სექტემბერს ცნობილ ამერიკელ მომღერალს, მსახიობსა და საზოგადო მოღვაწეს დინ რიდს 79 წელი შეუსრულდებოდა. ის წარმოშობით დენვერიდან იყო, მაგრამ, პოლიტიკური შეხედულებების გამო, იძულებული გახდა, აშშ დაეტოვებინა, რამაც სოციალისტური ქვეყნების სასურველ სტუმრად აქცია.

დინ რიდის მუსიკალური კარიერა აშშ-ში დაიწყო, თუმცა მისი სიმღერები ლათინურ ამერიკაშიც ძალიან მოსწონდათ. რამდენიმე წარმატებული გასტროლის შემდეგ, მომღერალმა საცხოვრებლად არგენტინაში დარჩენა გადაწყვიტა, სადაც მხატვრულ ფილმებში მონაწილეობდა და ტელეგადაცემა მიჰყავდა.

დინ რიდი აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში: ბირთვული ცდებისა და ვიეტნამში წარმოებული ომის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდა, საქველმოქმედო კონცერტებს მართავდა, საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა და ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას აკრიტიკებდა.

საბოლოოდ, თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო, მსახიობი იძულებული გახდა, არგენტინაც დაეტოვებინა. რაღაც პერიოდის მანძილზე, იტალიაში ცხოვრობდა, შემდეგ კი გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში დასახლდა.

პოლიტიკურმა შეხედულებებმა, რომელთა წყალობითაც სამშობლოში არასასურველი სტუმარი იყო, დინ რიდი საბჭოთა კავშირის მეგობრად აქცია, სადაც პირველად 1965 წელს ჩავიდა.

მსახიობს ხშირად იწვევდნენ საბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ფილმებში გადასაღებად, რომლებიც საბჭოთა მაყურებლებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. საბჭოელებს განსაკუთრებით ვესტერნები მოსწონდათ, რომლებშიც გოიკო მიტიჩი კეთილშობილი ინდიელების როლს ასრულებდა, ხოლო დინ რიდი პატიოსან კოვბოის განასახიერებდა.

ამერიკაში დინს წითელი კოვბოი შეარქვეს, თუმცა „მარცხენა“ შეხედულებების მიუხედავად, მსახიობი თავს კომუნისტად არ მიიჩნევდა, არცერთი ქვეყნის სოციალისტურ პარტიაში არ წევრიანდებოდა, ამერიკის მოქალაქეობაზე უარს არ ამბობდა და რიგით ამერიკელებს გამუდმებით სიყვარულში უტყდებოდა.

1979-1985 წლები დინ რიდისთვის აქტიური საგასტროლო პერიოდი გახლდათ. კონცერტების პარალელურად, ის საპროტესტო მიტინგებსა და მხატვრულ ფილმებში მონაწილეობდა და ალბომებს წერდა.
1985 წელს ამერიკაში დინ რიდზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს, სახელწოდებით „ამერიკელი მეამბოხე“, რის შემდეგაც მსახიობი გადაცემა „60 წუთში“ სტუმრად მიიწვიეს. დინი იმედოვნებდა, რომ ამ გადაცემით ამერიკელებს თავის პოზიციას უკეთ აუხსნიდა და სამშობლოში მისი პოპულარობა გაიზრდებოდა, თუმცა გადაცემის ავტორებს სხვა მიზნები ჰქონდათ.
მათ მსახიობი კომუნისტური რეჟიმის მხარდამჭერად და დემოკრატიული ფასეულობების მოწინააღმდეგედ წარმოაჩინეს.

დინ რიდი ბერლინში იმედგაცრუებული დაბრუნდა. „60 წუთის“ ეთერში გასვლიდან თვე-ნახევრის შემდეგ, 1986 წლის ივნისში, მსახიობი თავის სახლთან ახლოს მდებარე ტბასთან გარდაცვლილი ნახეს.

ოფიციალურ დასკვნაში ეწერა, რომ სიკვდილი უბედურმა შემთხვევამ გამოიწვია. ძირითადი ვერსიის თანახმად, მსახიობმა ცოლთან იკამათა, მანქანის საჭეს მიუჯდა და ხეს შეასკდა. ამის შემდეგ, მანქანიდან გადმოვიდა, ტბაში შევიდა და დაიხრჩო, თუმცა დინ რიდის თაყვანისმცემლებს ეს ვერსია საეჭვოდ ეჩვენებათ.

დინ რიდის ამერიკელი ნათესავების აზრით, მსახიობი იმის გამო მოკლეს, რომ სოციალისტურ ქვეყნებში ხანგრძლივად ცხოვრების შემდეგ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა.

დასავლურ გაზეთებში იმასაც კი წერდნენ, რომ მსახიობის მკვლელობა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სპეცსამსახურების ხელით მოხდა. იყო ვერსიები იმის შესახებაც, რომ დინ რიდი საბჭოთა უშიშროებაზე მუშაობდა და საშიში აგენტი ამერიკულმა სპეცსამსახურებმა მოიცილეს.

1986 წელს „ლიტერატურულ გაზეთში“ გამოქვეყნდა დინ რიდის ქვრივთან, მსახიობ რენატა ბლიუმესთან ინტერვიუ, რომელშიც ქალი ამბობს: „ნებისმიერი ვერსია იმის შესახებ, რომ ჩემი ქმარი მოკლეს, საშინელი ცილისწამებაა. ასეთი ვარაუდები მხოლოდ შეურაცხყოფენ მის ხსოვნას და მე და ჩვენს საერთო შვილს ტკივილს გვაყენებენ. ჩემი ქმარი დაიხრჩო და ის ტბაში გარდაცვლილი ნახეს. ბოლო დროს, დინს გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. რაც შეეხება ვერსიას, რომ ის ამერიკაში დაბრუნებას აპირებდა, ესეც სრული სიცრუეა. ასეთი რამ მას არასოდეს უთქვამს“.
ამავე დროს, სხვა გამოცემებთან ინტერვიუში ბლიუმე ამბობდა, რომ თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.

მას შემდეგ, რაც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის საიდუმლო დოკუმენტებს გრიფი მოეხსნა და ხელმისაწვდომი გახდა, აღმოაჩინეს დინ რიდის სიკვდილის წინ დაწერილი წერილი, რომელშიც ის ახლობლებს პატიებას სთხოვდა იმის გამო, რომ თავის მოკვლა გადაწყვიტა.
გრაფოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ წერილის ავტორი ნამდვილად დინ რიდი იყო.
ამასთანავე, სამედიცინო დასკვნის თანახმად, გვამის გაკვეთამ დაადგინა, რომ სიკვდილის წინ დინ რიდმა ძლიერმოქმედი საძილე აბები მიიღო.

თუ ამ დოკუმენტებს ვენდობით, თვითმკვლელობის ვერსია დასტურდება - საძილე აბების მიღების შემდეგ მსახიობს საჭესთან ჩაეძინა და ავარიის შედეგად გარდაიცვალა, თუმცა დღემდე დაუდგენელია მიზეზები, რომლებმაც მსახიობი სუიციდამდე მიიყვანა.
ზოგიერთი ბიოგრაფი ავითარებს ვერსიას, რომ წარუმატებელი ტელეეთერისა და სამშობლოში დაბრუნებაზე იმედგაცრუების შემდეგ, დინ რიდი დეპრესიაში ჩავარდა, რამაც სუიციდამდე მიიყვანა. თუმცა, ეს ვერსიაც ვარაუდის დონეზეა და მსახიობის გარდაცვალების ნამდვილი მიზეზი დღემდე ბურუსით მოცული რჩება.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?