რატომ ამბობენ იაპონელები უარს საკუთარი მოხუცების მოვლაზე?

იცით თუ არა...

30 სექტემბერი 15:00, 2017 წელი

დიდი ხნის წინათ იაპონიაში უცნაური ტრადიცია არსებობდა - „უბასუტე“. ღარიბ ოჯახებს თავიანთი მოხუცები, რომელთა რჩენა არ შეეძლოთ, მთებში მიჰყავდათ და იქ ტოვებდნენ. როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ამომავალი მზის ქვეყანაში ამ ტრადიციის აღდგენა შეინიშნება და ამის მიზეზი „ერის დაბერებით“ გამოწვეული დემოგრაფიული და ეკონომიკური კრიზისია.

რა თქმა უნდა, 21-ე საუკუნის იაპონიაში მოხუცებს მთებსა და ტყეებში არავინ ტოვებს. ამის ნაცვლად, ისინი სპეციალურად შექმნილ თავშესაფრებსა და საქველმოქმედო ორგანიზაციების საცხოვრებლებში მიჰყავთ, თუმცა პრინციპი იგივეა: ახალგაზრდა, რომელსაც მოხუც მშობლებზე ან ბებია-ბაბუებზე ზრუნვის საშუალება არ აქვს, იძულებულია, მათზე უარი თქვას.

„იაპონიაში არსებობს მოსახლეობის ფენა, რომელიც გარკვეული შემოსავლის მიუხედავად, სიღარიბის ზღვარზე იმყოფება. ამ ადამიანებს არათუ მოხუცებზე ზრუნვა, საკუთარი თავის უზრუნველყოფაც არ შეუძლიათ“, - ამბობს სოციალური მუშაკი ტაკანორი ფუჯიტა.

მთავარი პრობლემა ის არის, რომ იაპონიის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს პენსიონერები შეადგენენ. ახალგაზრდები ოჯახის შექმნას და შვილების ყოლას არ ჩქარობენ, ამიტომ დემოგრაფიული სურათი ერის სწრაფი დაბერებისკენ იცვლება.

ეს, თავის მხრივ, გავლენას ეკონომიკაზეც ახდენს: ნაკლები დასაქმებული ბიუჯეტში ნაკლებ შემოსავალს ნიშნავს. შესაბამისად, პენსიისა და სოციალური დახმარებების ოდენობა მცირდება.

ეკონომისტები ასეთ მდგომარეობას შენელებული მოქმედების დემოგრაფიულ ბომბს უწოდებენ, რომელსაც, „უბასუტეს“ გარდა, სხვა მოვლენებიც ახასიათებს. მათ შორისაა „კაროში“ - მოვლენა, როცა სამუშაოსგან გამოწვეული სტრესისა და გადაღლილობისგან, მუშა სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს.

სახელმწიფო ამ პრობლემის მოგვარებას გაცნობის საიტების რეკლამირებით ცდილობს, მამაკაცებისთვის სანიმუშო მამად ქცევის კურსებს ხსნის და სამუშაო დღის შემცირებასაც თანხმდება, მაგრამ ჯერჯერობით, იაპონელ ახალგაზრდებს ოჯახის შექმნის სურვილი მასიურად ვერ აღუძრა.

2015 წელს იაპონიაში 5 მილიონამდე მარტოხელა მოხუცი ცხოვრობდა. ხშირად, მათი გარდაცვალების შესახებ, თვეების შემდეგ ხდებოდა ცნობილი, ამიტომ ქვეყანაში გამოჩნდნენ ფირმები, რომლებიც მოხუცების გარდაცვალების შემდეგ მათი სახლის დეზინფექციასა და მოწესრიგებაზე ზრუნავენ.

სამართლიანობა მოითხოვს, აღვნიშნოთ, რომ იაპონიაში საპირისპირო ტენდენციაც არსებობს: 40-დან 64 წლამდე ასაკის მამაკაცების 13% და ქალების 27% სამსახურს თავს ანებებს, რათა საკუთარ მოხუცს მოუაროს. ძირითადად, ეს იმ ოჯახებს ეხება, სადაც ერთზე მეტი ადამიანი მუშაობს და ოჯახის რჩენა შეუძლია.


 


 


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?