როგორ ებრძვის მსოფლიო სხვადასხვა ქალაქი „საცობებს“?

იცით თუ არა...

14 ოქტომბერი 15:00, 2017 წელი

21-ე საუკუნეში ავტომობილი ფუფუნება აღარ არის, ამიტომ, რაც უფრო დიდია ქალაქი, მით უფრო რთულია მის ქუჩებში გადაადგილება. მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში „საცობების“ თავიდან ასაცილებლად სხვადასხვა საშუალებას მიმართავენ...

ლაიფციგი (გერმანია)
ფოტო1
ქალაქის ხელისუფლებამ მოახერხა, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კერძო ავტომობილებიდან საქალაქო ტრანსპორტში გადაეყვანა. ამით ჩინოვნიკებმა გზების გადატვირთვისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების ერთდროულად მოგვარება შეძლეს. 2012 წლის აპრილში ავტომობილების მფლობელებსა და მათი ოჯახის წევრებს საქალაქო ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობის უფლება მიეცათ. ლაიფციგი პატარა ქალაქია, ამიტომ იდეის განხორციელება არ გაძნელებულა. უფრო დიდ ქალაქებში, სადაც „ა“ პუნქტიდან „ბ“-მდე მანძილი გაცილებით დიდია, სამსახურში ტრამვაით სიარულს ბევრი ვერ გარისკავდა.


ლონდონი (დიდი ბრიტანეთი)


აქ საგზაო „საცობების“ პრობლემა ქალაქის მერის კენ ლივინგსტონის ინიციატივის შედეგად მოგვარდა (ლივინგსტონი ბრიტანეთის დედაქალაქს 2000-დან 2008 წლამდე მართავდა). ქალაქის თავმა oyster card-ის ერთიანი ბარათების შემოღებით მოახერხა, საქალაქო ტრანსპორტში მგზავრობის საფასური შეემცირებინა. ლივინგსტონმა ქუჩებში ავტობუსების დაუბრკოლებლად მოძრაობისთვის პრიორიტეტული ზოლები დახაზა და 2003 წლიდან ქალაქის ცენტრალურ უბნებში კერძო ავტომობილების შესვლა ფასიანი გახადა. ზემოჩამოთვლილი ღონისძიებების შედეგად, ლონდონის გზებზე დატვირთვა 15%-ით შემცირდა.


ნიუ-იორკი (აშშ)


მსგავსი სტრატეგია აირჩია 2001-2009 წლებში ნიუ-იორკის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა. მან დედაქალაქში ველოსიპედებისთვის 250 კმ. გზა გაიყვანა და მუნიციპალური ტრანსპორტის ხაზების რაოდენობა გაზარდა. მაიკლ ბლუმბერგის მერობის პერიოდში ქალაქის მთავარი ქუჩა - ბროდვეი ავტოტრანსპორტისთვის დაიკეტა.


მოსკოვი (რუსეთი)


რუსეთში „საცობების“ პრობლემა ყველაზე მეტად მოსკოვს აწუხებს. ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით, ქალაქის ხელისუფლებამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობისთვის ცალკე ზოლი გამოყო და გაზარდა გზების გამტარუნარიანობა. ავტომფლობელები სმარტფონებსა და ნავიგატორებზე აყენებენ სპეციალურ პროგრამას, რომელიც გზებზე არსებული „საცობების“ შესახებ, მძღოლს ინფორმაციას ინტერნეტით გადასცემს.


ტოკიო (იაპონია)


იაპონიის დედაქალაქსა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქალაქში გზების გამტარუნარიანობის ასამაღლებლად, ურთულესი კონსტრუქციის ესტაკადებს აშენებენ. ტოკიოს ცენტრში მდებარეობს ხუთდონიანი ესტაკადა, რომელიც მსოფლიოს ყველაზე რთული გზების რეიტინგშია შესული.


ათენი (საბერძნეთი)



„საცობებთან“ ბრძოლის კრეატიულ მეთოდს მიაგნეს ათენში - წყვილი ნომრის მქონე ავტომობილს ქალაქის ცენტრში შესვლა მხოლოდ თვის წყვილ რიცხვებში შეუძლია, ხოლო კენტი ნომრის მქონე ავტომობილებს - კენტ რიცხვებში, რამაც ქალაქის ცენტრში მოძრაობა საგრძნობლად განტვირთა.


პარიზი (საფრანგეთი)


პარიზელები უპირატესობას საზოგადოებრივ ტრანსპორტს ანიჭებენ, რადგან ამ ტრანსპორტისთვის ქალაქის მთავარ ავტომაგისტრალებზე ცალკე ზოლია გამოყოფილი. შესაბამისად, მათ მოძრაობას არაფერი აფერხებს. ამ ზოლზე კერძო ავტომობილით შესვლისთვის ავტომფლობელს 35 ევროს ოდენობის ჯარიმა ან მართვის უფლების ჩამორთმევა ემუქრება.  


სეული (სამხრეთ კორეა)


სეულში „საცობებს“ კომპლექსური ღონისძიებებით ებრძვიან - ავტობუსის მარშრუტი სრულ თანხვედრაშია მეტროს სისტემასთან, ამიტომ ავტობუსიდან მეტროში მოხვედრა და პირიქით - დაახლოებით, 2 წუთში შეგიძლიათ. ამასთანავე, კერძო ავტოტრანსპორტთან შედარებით, ავტობუსებს გზებზე მეტი უპირატესობა ენიჭებათ.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?