რატომ ასმევენ ჯარისკაცებს გველის სისხლს? - სამხედრო წვრთნის დეტალები სხვადასხვა ქვეყნებში

იცით თუ არა...

16 ოქტომბერი 15:00, 2017 წელი

საბრძოლო სულისკვეთებისა და თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის არმიებში უცნაურ და ზოგჯერ სასტიკ მეთოდებს იყენებენ...

1. „ცხელი კარტოფილის“ საშიში ვერსია - თამაში ნამდვილი ბომბებით (ჩინეთი)
როგორც იტყვიან, აღმოსავლეთი ფაქიზი თემაა. მაშინაც, როცა საქმე სამხედრო წვრთნებს ეხება. ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის ჯარისკაცები წვრთნების დროს ერთმანეთს, ცხელი კარტოფილების ნაცვლად, ნამდვილ ბომბებს ესვრიან.


 


 




2. მკერდში სროლა (რუსეთის სპეცსამსახურები)
ჯავშანჟილეტში გამოწყობილი ჯარისკაცები ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან მკერდის მიმართულებით ესვრიან. ჯავშანჟილეტის მიუხედავად, ზოგიერთი ჯარისკაცი სერიოზულ ჭრილობებს იღებს, თუმცა ვალდებულია, სიმშვიდე შეინარჩუნოს და თავდასხმაზე დროული რეაგირება მოახდინოს.


 


 



3. ნახტომი ცეცხლის წრეში (ჩინეთი)
ამ სახიფათო წვრთნის მიზანია, ჯარისკაცმა იგივე ემოციები განიცადოს, რაც ნამდვილი ბრძოლის დროს ელის. 


 


 


 


 



4. ხელფეხშეკრული ცურვა წყალქვეშ (აშშ)

იმისთვის, რომ წყლის შიში დაძლიონ, აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ფლოტის ჯარისკაცებმა ტაქტიკური წვრთნების დროს აუზში ცურვა და სალტოების კეთება ხელფეხშეკრულებმა უნდა მოახერხონ. თანაც ისე, რომ აუზის ფსკერს არ შეეხონ. წვრთნებს ისიც ართულებს, რომ ინსტრუქტორები, პერიოდულად, საბრძოლო პირობების იმიტაციას ქმნიან და ჯარისკაცებს „თავს ესხმიან“, თითქოს მათი დახრჩობა სურთ.


 



5. თავით აგურების ტეხა (ჩრდილოეთი კორეა და ჩინეთი)

ჯარისკაცებში საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებას ზურგზე ბამბუკის ჯოხებისა და თავზე აგურების ლეწვით ცდილობენ. ამას რამდენად ახერხებენ, უცნობია, თუმცა პროცესი ძალიან ეფექტური სანახავია.


 




6. კობრის სისხლის სმა (აშშ)
კობრის სისხლის სმა და ცოცხალი ქათმისთვის თავის მოჭმა ამერიკელი ქვეითების წვრთნის შემადგენელი ნაწილია. ასეთი სურათების ნახვა შეგეძლოთ 2014 წელს ტაილანდის პროვინცია ჩონბურში Cobra Gold-ის
11-დღიანი წვრთნების ფარგლებში. სწავლებაში, ამერიკელების გარდა, სინგაპურის, ინდონეზიის, იაპონიის, სამხრეთ კორეის და მალაიზიის ჯარისკაცებიც მონაწილეობდნენ.




7. ცეცხლთან თამაში (ბელარუსი)
ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ელიტარულ ქვედანაყოფში „შინდისფერ ბერეტებში“ მოხვედრის მსურველმა ურთულესი გამოცდები უნდა გაიაროს. ტესტები ითვალისწინებს 10-კილომეტრიან გარბენს, გამაგრებული ობიექტის შტურმს, ხელჩართულ ბრძოლას, მაღლივი შენობების აღებას, ცეცხლმოკიდებულ მორზე სირბილს და ორი მხრიდან გახსნილ ცეცხლში უვნებლად გავლისთვის აკრობატულ უნარებს.


 



8. ცათამბჯენიდან ხტომა და კლდეებზე ცოცვა (ისრაელი)
თუ ტერორისტები ოდესმე თელ-ავივის რომელიმე ცათამბჯენის აღებას გადაწყვეტენ, მათ აუცილებლად მოუწევთ შეხვედრა კომანდოსებთან, რომლებიც შენობაში ფანჯრებიდან შევლენ. სწორედ ასეთი წვრთნებს ატარებენ ისრაელის არმიის თავდაცვის ქვედანაყოფები თელ-ავივის ერთ-ერთ ყველაზე მაღალი შენობის კედლებზე.



9. წვეტიან ქვებზე ცოცვა (ტაივანი)
„სამოთხის გზა“ ტაივანის საზღვაო ქვეითების ცხრაკვირიანი ინტენსიური მოსამზადებელი პროგრამის დასკვნითი ეტაპია. ნახევრად შიშველმა და ხელებშეკრულმა ჯარისკაცებმა წვეტიანი ქვებითა და კლდის ნატეხებით დაფარული 50-მეტრიანი დისტანცია ცოცვით უნდა გაიარონ.


 




10. კვამლში ჯირითი (ჰოლანდია)
ჰოლანდიის სამეფო ღირსების გვარდიის ჯარისკაცები ხშირად ითხოვენ სამხედრო წვრთნის პროგრამაში ცხენების ჩართვას. სურათზე ხედავთ, როგორ მიაჭენებენ ისინი ცხენებს სქელ კვამლში.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?