ალკოჰოლი უცხო ენაზე ლაპარაკში გვეხმარება?

იცით თუ არა...

21 ოქტომბერი 15:00, 2017 წელი

საინტერესო ექსპერიმენტში მონაწილეობისთვის მეცნიერებმა 50 გერმანელი მოხალისე მიიწვიეს. კვლევის შედეგები „Journal of psychopharmacology“-ში გამოქვეყნდა.

ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანებს ის აერთიანებდათ, რომ ყველა მათგანი ჰოლანდიურ ენას სწავლობდა და ერთსა და იმავე დონეზე იყო.
ექსპერიმენტის ორგანიზატორებმა გამოსაცდელების ნახევარს 250 გრ სპირტიანი ლიმონის ტონიკის დალევა შესთავაზეს (ლიმონის გემო სპირტის დასაფარად იყო საჭირო), მეორე ნახევარს კი - უალკოჰოლო ტონიკი დაალევინეს.


ამის შემდეგ, ექსპერიმენტის მონაწილეებს ჰოლანდიური ენის სპეციალისტები გაესაუბრნენ და ყველა გამოსაცდელს ერთსა და იმავე კითხვა დაუსვეს.
მოგვიანებით, დიალოგების აუდიოჩანაწერი ჰოლანდიური ენის ექსპერტებს მოასმენინეს და სთხოვეს, შეეფასებინათ, რამდენად სწორად მეტყველებდნენ და რამდენად ძლიერი აქცენტი ჰქონდათ გერმანელებს. სპეციალისტების გარდა, საკუთარი მეტყველება 50-ვე გამოსაცდელს უნდა შეეფასებინა.


ჰოლანდიური ენის ექსპერტებმა აღიარეს, რომ ფხიზელ გერმანელებზე უკეთ ნასვამები მეტყველებდნენ. მათი წარმოთქმა უკეთესი იყო, აქცენტი კი - გაცილებით სუსტი. აღსანიშნავია, რომ სპირტიანი სასმელების ზემოქმედება არ გამოვლენილა გამოსაცდელების მიერ საკუთარი ენობრივი შესაძლებლობების შეფასებისას. რაც იმას ნიშნავს, რომ მათი წარმატების მიზეზი ალკოჰოლისგან გამოწვეული სითამამე არ ყოფილა.
ჯერჯერობით უცნობია, ეხმარება თუ არა ალკოჰოლი სხვა, მაგალითად, ინგლისურად ან რუსულად საუბარში, რადგან ამის დასადგენად, უამრავი სხვა ექსპერიმენტის ჩატარებაა საჭირო. ექსპერიმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ ალკოჰოლი პანაცეა არ არის და უცხოელებთან დიალოგის წარმართვა უმჯობესია, სტიმულატორების გარეშე სცადოთ.

ასევე წაიკითხეთ: რატომ სარგებლობენ პოლიტიკოსები ჯადოქრების მომსახურებით?

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?