დედამიწას ძლიერი ყინვები ელოდება?

იცით თუ არა...

22 ოქტომბერი 15:00, 2017 წელი

გლობალური დათბობის გამო დედამიწას ძლიერი ყინვები ემუქრება - ასეთ დასკვნამდე გერმანელი მეცნიერები მივიდნენ. 

ნუთუ შეიძლება, ყინვა და თოვლი გლობალური დათბობის ნიშანი იყოს? დიახ, შეიძლება, - ამტკიცებს პოტსდამის (გერმანია) კლიმატის ინსტიტუტის პროფესორი მარლენ კრეჩმერი.

მან და სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებისგან შემდგარმა ჯგუფმა ერთ-ერთ ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალში გამოაქვეყნეს კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ დედამიწის კლიმატი საოჯახო ელექტროღუმელთან შედარებით, გაცილებით რთული სისტემაა.
დიახ, მეტეოროლოგიური დაკვირვებები ადასტურებენ, რომ ბოლო წლის განმავლობაში, პლანეტაზე საშუალო ტემპერატურამ 1 გრადუსით მოიმატა, მაგრამ, ღუმელისგან განსხვავებით, პლანეტა არათანაბრად თბება. გლობალური დათბობა ყველაზე მეტად არქტიკაში გამოვლინდა, სადაც ბოლო 30 წლის მანძილზე ყინულის ფართობი მეოთხედით შემცირდა, ხოლო სისქე განახევრდა. რაც შეეხება ყინულის ზედაპირის ტემპერატურას, ის -10 გრადუსიდან -5 გრადუსამდე გაიზარდა.

არქტიკის ზოგიერთი რაიონი, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისის პოლარული მკვლევარების დღიურებში აღწერილია, როგორც მარადიული ყინულის ტერიტორია, ამჟამად ნაოსნობისთვის გახსნილია. უფრო მეტიც, ჩრდილოეთის ზღვის მიმართულებით გემებს ცურვა ყინულმჭრელის თანხლების გარეშე შეუძლიათ, თუმცა, ეს მედლის ერთი მხარეა. მეორე მხარე კი ასეთია: გლობალური დათბობა ასუსტებს პოლარული ციკლონის ძალას. ეს ატმოსფეროს მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც პოლუსსა და ზომიერ სარტყლებში ტემპერატურული სხვაობის შედეგად წარმოიქმნება.
მარლენ კრეჩმერის განმარტებით, ზამთარში პოლარული ციკლონი ყინულოვანი არქტიკული ჰაერის მასებს დედამიწიდან ათობით კილომეტრის სიმაღლეზე „კეტავს“, მაგრამ გლობალური დათბობის გამო, ტემპერატურის ცვალებადობა მკვეთრად გამოხატული აღარ არის. ეს ასუსტებს პოლარული ციკლონის მოქმედებას და საშუალებას აძლევს ყინულოვანი არქტიკული ჰაერის მასებს, „ხაფანგიდან“ თავი დააღწიოს და ევროპას უჩვეულოდ მკაცრი ზამთარი მოუწყოს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?