რით განსხვავდება ყავისფერი კვერცხი თეთრისგან და რატომ არის უფრო ძვირი?

იცით თუ არა...

4 ნოემბერი 15:00, 2017 წელი

ვიღაცისთვის თეთრი კვერცხი უფრო მიმზიდველად გამოიყურება, ვიღაც კი უპირატესობას ყავისფერს ანიჭებს და ამის დასამტკიცებლად ბევრი არგუმენტი მოჰყავს. სწორედ ამ არგუმენტებს განვიხილავთ დღევანდელ სტატიაში. 

მაინც რით განსხვავდება ყავისფერი კვერცხი თეთრისგან და რატომ ღირს ის უფრო ძვირი?

როცა საქმე კვერცხის ფერს ეხება, გადამწყვეტი ფაქტორი ქათმის სახეობაა. მარტივად რომ ვთქვათ, თეთრი ფერის ქათამი თეთრ კვერცხს დებს, ხოლო მოყავისფრო-ჟღალი შეფერილობის ქათამი - ყავისფერს. არსებობს ქათმის ისეთი ჯიშიც, რომელიც ნაკლებად გავრცელებულ, ცისფერ ან დაწინწკლულ კვერცხებს დებს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, კვერცხის ფერი ხარისხის ინდიკატორი არ გახლავთ. გემოვნური თვისებებით თეთრი და ყავისფერი კვერცხი ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება.

მცდარია ის მოსაზრებაც, რომ ყავისფერი კვერცხის ნაჭუჭი უფრო სქელია და მყარი. ნაჭუჭის სისქე მხოლოდ ქათმის ასაკზეა დამოკიდებული. ახალგაზრდა დედლის კვერცხს გაცილებით სქელი და მყარი ნაჭუჭი აქვს, ვიდრე ბებერი ქათმისას.

არსებობს მოსაზრება, რომ ყავისფერი კვერცხი თეთრზე ძვირად იმიტომ ფასობს, რომ ნატურალურია. სინამდვილეში, ასე არ გახლავთ. ყავისფერი ქათმები უფრო დიდი ზომისანი არიან და მეტი საკვები სჭირდებათ, შესაბამისად, მათი კვერცხი უფრო ძვირად ფასობს.

ბევრისგან მოისმენთ, რომ სოფელში ყავისფერი კვერცხი მიირთვა და დარწმუნდა, რომ ის თეთრზე უფრო გემრიელია, თუმცა კვერცხის ფერს არც ამ შემთხვევაში აქვს მნიშვნელობა. საქმე ის გახლავთ, რომ სოფლებში, ძირითადად მოყავისფრო-ჟღალი შეფერილობის ქათმები ჰყავთ, კვერცხის მდიდარი გემო კი იმის დამსახურებაა, რომ ამ ქათმებს უფრო ხარისხიანი და კარგი საკვებით კვებავენ, ვიდრე ფერმის ქათმებს. ესაა და ეს...

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?