ჩინელ ქალს კბილი... ცხვირში ამოუვიდა!

იცით თუ არა...

8 ნოემბერი 15:00, 2017 წელი

თუ ოდესმე გრიპისა და გაციების დროს სუნთქვა გაგძნელებიათ, ადვილად წარმოიდგენთ 57 წლის ჩინელი ქალის მდგომარეობას, რომელსაც ეს მტანჯველი გრძნობა თითქმის მთელი ცხოვრების მანძილზე აწუხებდა. 

Daily Mail ინფორმაციით, ქალის სასუნთქ ორგანოში განვითარებულ ანთებით პროცესებს სუნთქვის გაძნელება და ცხვირიდან სისხლდენა ახლდა, თუმცა ამის მიზეზი გაციება ან ცხვირის ძგიდის გამრუდება არ ყოფილა - როცა მან, ბოლოს და ბოლოს, დახმარებისთვის ექიმებს მიმართა, ცხვირში კარგად განვითარებული კბილი აღმოუჩინეს.

თავის ქალის ანომალია პირველად ჩინეთის პროვინცია ჰუნანის კლინიკაში შენიშნეს, როცა ქალს თავის ტომოგრაფია გადაუღეს. სურათზე გამოჩნდა დიდი ობიექტი, რომელიც სასუნთქ არხებს მთლიანად კეტავდა. მისი ოპერაციული გზით მოცილების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს ჩვეულებრივი კბილი იყო, რომელიც ქალის ცხვირში დაუდგენელი მიზეზების გამო აღმოცენდა.

ჟურნალ „კონსერვატიულ სტომატოლოგიაში“ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ზეკომპლექსური კბილები ფანტაზია არ არის და მოსახლეობის 4%-ს ეს პრობლემა რეალურად აწუხებს.
ამასთანავე, მამაკაცებში ის ორჯერ უფრო ხშირად გვხვდება. ყველაზე ხშირად ზეკომპლექსური კბილი ზედა ყბაზე ჩნდება. ჩვეულებრივ, „სარძევე კბილების“ მოცვლის შემდეგ, ასეთი კბილები დანარჩენებთან ერთად იზრდება. თუმცა, არის გამონაკლისი შემთხვევებიც, როცა მიმართულებას იცვლიან და ქვემოთ, პირის ღრუს მიმართულებით კი არა, ზემოთ, ცხვირისკენ იზრდებიან.

მსგავსი შემთხვევების შესახებ, საინტერესო წერილი გამოქვეყნდა ჟურნალში „თანამედროვე კლინიკური სტომატოლოგია“, სადაც აიოვას უნივერსიტეტის სტომატოლოგი, ექიმი ჯონ ჰელსტაინი ამბობს, რომ ძალიან იშვიათად, თუმცა ცხვირის ღრუს მიმართულებით ზეკომპლექსური კბილების ზრდის ფაქტები მაინც გვხვდება.   
ზეკომპლექსური კბილი, თუნდაც სწორი მიმართულებით ვითარდებოდეს, დანარჩენ კბილების ნორმალურად ზრდის და განვითარებას მაინც პრობლემას უქმნის. იწვევს სხვა კბილების გამრუდებას, ყბის გადატვირთვას და კისტების გაჩენასაც კი. მეცნიერების ვარაუდით, ზეკომპლექსური კბილების გაჩენის მიზეზი შეიძლება გენეტიკური ფაქტორი იყოს. თუმცა, ჯერჯერობით არ შეთანხმებულან, განვითარების რომელ ეტაპზე ჯობია ზედმეტი კბილის მოცილება, რომ პრობლემები არ გამოიწვიოს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?