რატომ ინახავდნენ საბჭოთა არმიაში მებრძოლი ქალები ორ ტყვიას?

იცით თუ არა...

10 ნოემბერი 15:00, 2017 წელი

მეორე მსოფლიო ომის დროს წითელი არმიის რიგებში 800 000-ზე მეტი ქალი იბრძოდა და მათ უმრავლესობას ფაშისტებთან ტყვედ ჩავარდნას თვითმკვლელობა ერჩია, რადგან უმეტეს შემთხვევაში, ტყვე ქალების მდგომარეობა გაცილებით უარესი იყო, ვიდრე ტყვე მამაკაცებისა.

გერმანელები საბჭოთა მედდებს, რადისტებს, მზვერავ და სნაიპერ ქალებს სამხედრო მოსამსახურეებად არ მიიჩნევდნენ და პარტიზანებთან ათანაბრებდნენ. ამის გამო, მათზე არ ვრცელდებოდა სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის ის მცირერიცხოვანი საერთაშორისო წესებიც კი, რომლებსაც, ასე თუ ისე, ითვალისწინებდნენ ტყვე მამაკაცებთან მიმართებაში.

ნიურნბერგის პროცესის მასალებში ინახება ადოლფ ჰიტლერის ბრძანება, რომელიც მთელი ომის განმავლობაში მოქმედებდა: „ადგილზე დახვრიტეთ ყველა საბჭოთა კომისარი, რომელთა ამოცნობასაც შეძლებთ, და სამხედრო ფორმაში ჩაცმული ქალი“.
სვეტლანა ალექსეევიჩის წიგნში „ომს ქალის სახე არ აქვს“ საბჭოთა არმიის რიგებში მებრძოლი ქალი იხსენებდა 19 წლის მედდას, რომელსაც ნაცისტებმა მკერდი მოაჭრეს და თვალები ამოთხარეს:
„ომის დროს, სამხედრო ფორმაში ჩაცმული ყველა ქალი საგულდაგულოდ ინახავდა ორ ტყვიას. ერთს იმისთვის, რომ ტყვედ ჩავარდნამდე თავი მოეკლა და მეორეს იმ შემთხვევისთვის, თუ პირველი ტყვია არ გავარდებოდა. მე ვნახე 19 წლის მედდა, რომელსაც არცერთი ტყვია არ აღმოაჩნდა. ფაშისტებმა ის გააშიშვლეს და ძელზე გასვეს. გარდაცვლილს ჩანთაში სახლიდან გამოგზავნილი წერილი და სათამაშო ედო“.

სისასტიკით ცნობილი ობერგრუპენფიურერი ფრიდრიხ ეკელნი საბჭოთა ქალებს ებრაელებთან და კომისრებთან ათანაბრებდა და სიკვდილით სჯიდა. დახვრეტას გადარჩენილ ქალებს ბანაკებში აგზავნიდნენ, სადაც მათ გამუდმებული ძალადობა ელოდათ. ტყვე ქალებს განსაკუთრებული სისასტიკით პოლიციელები და ფაშისტების მხარეზე გადასული ტყვეები ექცეოდნენ. ხშირად მათ გაწეული სამსახურისთვის მადლიერების ნიშნად ტყვე ქალებს ჩუქნიდნენ.

საერთაშორისო წესების თანახმად, სამხედრო ტყვეების სამხედრო ქარხნებში დასაქმება არ შეიძლებოდა, თუმცა საბჭოთა ქალებზე არც ეს წესი ვრცელდებოდა. მათ სამხედრო ლაზარეთებსა და ტანსაცმლის ფაბრიკებში ამუშავებდნენ, სადაც გერმანელი ჯარისკაცების სამხედრო ფორმები იკერებოდა. მხოლოდ 1944 წელს, ომის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე გამოიცა ბრძანება, რომლითაც საბჭოთა არმიის რიგებში მყოფი ტყვე ქალების უფლებები ტყვე მამაკაცის უფლებებს გაუთანაბრდა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?