როგორ მივხვდეთ, რომ ნოუთბუკი მწყობრიდან გამოდის?

იცით თუ არა...

12 ნოემბერი 15:00, 2017 წელი

სანამ მწყობრიდან გამოვა, კომპიუტერი საგანგაშო სიგნალებს გვიგზავნის, რომლებიც სერიოზულ პრობლემებზე მიანიშნებს. თუ ასეთი სიგნალების ამოცნობას ისწავლით, შეიძლება თქვენს ნოუთბუკს სიცოცხლე გაუხანგრძლივოთ.

მყარი დისკი ხმაურიანად და შენელებულად მუშაობს.
ნოუთბუკი ისეთი უბრალო დავალების შესრულების დროს „ჭედავს“, როგორიც ტექსტის აკრეფაა.
გაგრილების სისტემამ ხმაურით მუშაობა დაიწყო.
ჩართვისას, ნოუთბუკი უცნაურ ხმებს გამოსცემს, თავისით ითიშება და გადატვირთვას ახდენს.

ახლა კი ამ საჭირო და სასარგებლო ნივთთან სწორად მუშაობის წესებს გაგაცნობთ, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებათ:


1. აუკრძალეთ თქვენს ოთხფეხა მეგობრებს ნოუთბუკთან მიახლოება. როგორც წესი, კატებს მომუშავე მოწყობილობის სითბო იზიდავს, მაგრამ, თუ მათი ბეწვი გაგრილების სისტემაში მოხვდა, ეს შეიძლება გადახურების და სხვა პრობლემების მიზეზი გახდეს. ნურასოდეს მიირთმევთ საკვებს ნოუთბუქთან. კლავიატურაში ჩაცვენილმა ნამცეცებმა შეიძლება კონტაქტის დაკარგვა და წრედის გაფუჭება გამოიწვიოს.
2. ფრთხილად მოეპყარით ნოუთბუკს გადატანისას, თუ მასში არ არის დამონტაჟებული ssd, ანუ ახალი თაობის მყარი დისკი, რომელიც მეხსიერების ჩიპებს იყენებს. ნოუთბუკს უამრავი მოძრავი ნაწილი აქვს, რომელიც ადვილად ტყდება და ძლიერი რყევისას, შეიძლება საჭირო ინფორმაცია დაკარგოთ.
3. სწორად შეინახეთ კაბელები. არ დაკეცოთ და დაახვიოთ ისე, რომ დააზიანოთ. ეცადეთ, რომ კვების ბლოკის კაბელი გამვლელს ფეხებში არ წამოედოს.
4. ნუ დატოვებთ ნოუთბუკს დასატენად 24/7 პრინციპით, რადგან ასე შეიძლება მოწყობილობა დააზიანოთ, რომელიც ელემენტს გადახურებისგან იცავს.
5. გაუფრთხილდით ეკრანს. ნუ დადებთ დაკეცილ ნოუთბუკზე ნივთებს. სიფრთხილე გამოიჩინეთ მოწყობილობის გახსნისა და დახურვის დროს. ნუ გახსნით ცალი ხელით, მარჯვენა ან მარცხენა მხრიდან. ამან შეიძლება ეკრანის დეფორმირება და დისპლეიზე ზოლების გაჩენა გამოიწვიოს.
6. დაუშვებელია ჩართული ნოუთბუკის რბილ ზედაპირზე დადგმა. მოწყობილობას ქვედა ნაწილში აქვს სავენტილაციო ჭრილები, საიდანაც ცივი ჰაერის შესვლა და თბილი ჰაერის გამოსვლა ხდება. ნოუთბუკმა რომ „ისუნთქოს“ და არ გადაიწვას, ეს გასასვლელები არ უნდა დაახშოთ. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია ზაფხულში, ამიტომ გირჩევთ, სპეციალური სადგამი შეიძინოთ, რომელიც ნოუთბუკს გადახურებისგან დაიცავს.
7. მოარიდეთ ნოუთბუკი მაგნიტებს, რადგან მათთან სიახლოვემ შეიძლება მუშაობაში ხარვეზები და მონაცემების დაკარგვა გამოიწვიოს.
8. როგორც არ უნდა ჩქარობდეთ, სწორად გამორთეთ მოწყობილობა. მკვეთრმა მოძრაობებმა შეიძლება კაბელის თავი დააზიანოს, რაც კვების ბლოკის დამუხტვასთან დაკავშირებულ პრობლემებს გამოიწვევს.
9. ნოუთბუკის გადასატანად გამოიყენეთ რბილი შალითა ან სპეციალური ჩანთა.
10. დაუშვებელია ნოუთბუკის ეკრანის გაწმენდა წყლით და ჩვეულებრივი ქსოვილით. ამისთვის სპეციალური გამწმენდი საშუალებები არსებობს.
11. ნუ დატოვებთ ჩართულ ნოუთბუკს, თუ დღის განმავლობაში მის გამოყენებას არ აპირებთ. გაითვალისწინეთ, რომ უწყვეტი მუშაობა გაგრილების სისტემის დაზიანებას და მყარი დისკების ცვეთას იწვევს. თუ ნოუთბუკის დღეში რამდენჯერმე გამოყენება გიწევთ, „ძილის რეჟიმზე“ გადაიყვანეთ.
12. ნუ დადგამთ ჩაით ან ყავით სავსე ჭიქას ნოუთბუკის სიახლოვეს. ერთი გაუფრთხილებელი მოძრაობა და სითხე, რომელიც დენის კარგი გადამტანია, შეიძლება კლავიატურაზე დაგეღვაროთ. ამან შეიძლება ნოუთბუკი ძალიან დააზიანოს. სულ მცირე, კლავიატურის დაზიანება გარანტირებული გაქვთ.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?