დედის სიყვარული მარადიულია - 98 წლის ქალი 80 წლის შვილთან მოხუცებულთა სახლში გადასახლდა

იცით თუ არა...

17 ნოემბერი 15:00, 2017 წელი

დედა-შვილს შორის არსებულ სულიერ კავშირს ვერც დრო და ვერც მანძილი ვერაფერს აკლებს. ეს ისტორიაც ამის დასტურია...

დიდ ბრიტანეთში მცხოვრებმა 98 წლის ადა კიტინგმა დატოვა სახლი, სადაც გათხოვილი ქალიშვილი და შვილიშვილები თავს ევლებოდნენ და მოხუცებულთა სახლში მცხოვრებ 80 წლის მარტოხელა შვილთან გადასახლდა, რათა მის პირმშოს დედობრივი სითბო და მზრუნველობა არ მოჰკლებოდა.  

ადა კიტინგსა და მის განსვენებულ მეუღლეს ოთხი შვილი ჰყავდათ. აქედან უმცროსი გოგონა ბავშვობაში გარდაიცვალა.
პროფესიით მხატვარ-დეკორატორმა ტომ კიტინგმა ოჯახის შექმნა ვერ მოახერხა, ამიტომ სიბერეში იძულებული გახდა, საცხოვრებლად მოხუცებულთა თავშესაფარში გადასულიყო, რადგან გამუდმებულ ზრუნვას საჭიროებდა.
დედამ შვილთან განშორებას ერთ წელზე მეტი ვერ გაუძლო და მასთან თავშესაფარში გადასახლდა. ახლა ისინი გამუდმებით ერთად არიან.

„როცა სილამაზის სალონში თმის შესაჭრელად მივდივარ, ვიცი, რომ ტომი ჩემს დაბრუნებას მოუთმენლად ელის. დედას თავისი შვილი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე უყვარს. დედობა მარადიულია და ამას ვერავინ შეცვლის“, - ამბობს ადა კიტინგი.

მოხუცებულთა სახლის თანამშრომლების თქმით, მათთან მოხუცი მშობლებისა და შვილების ერთად ცხოვრება დიდი იშვიათობაა, ამიტომ მოყვარულ დედა-შვილს ყველა განსაკუთრებული სითბოთი და მზრუნველობით ეპყრობა.
„აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, რომ დედა ჩემ გვერდითაა. ის მუდმივად ჩემზე ზრუნავს და ზოგჯერ, როგორც პატარა ბავშვს, ისე მტუქსავს და მეუბნება, რომ კარგად უნდა მოვიქცე. როცა დედა გვერდითაა, თავი პატარა ბავშვი მგონია. ბედნიერებაა, როცა სოლიდური ასაკის მიუხედავად, დედას შვილზე ზრუნვა შეუძლია“, - ამბობს ტომი.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?