ვინ არის ქალი, რომელმაც რვა ქმარი საიქიოში გაისტუმრა და მილიონერი გახდა?

იცით თუ არა...

26 ნოემბერი 15:00, 2017 წელი

იაპონიაში დასრულდა „შავ ქვრივად“ შერაცხული ჩისაკო კაკეხის სასამართლო პროცესი. კიოტოლოელი ქალბატონი, ერთი შეხედვით, სანდომიან პენსიონერს ჰგავს, თუმცა მან ერთმანეთის მიყოლებით, რვა ქმარი გაისტუმრა საიქიოში...

იაპონიის სასამართლომ ჩისაკო კაკეხის სასჯელის უმაღლესი ზომა - ჩამოხრჩობა მიუსაჯა. პროცესის მიმდინარეობისას დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ქალი უკვე ხანდაზმული იყო და საღად ვერ აზროვნებდა, თუმცა პროკურორი აცხადებდა, რომ პირველი ქმრის მკვლელობის მომენტში ქალი ახალგაზრდა და სრულიად ჯანმრთელი ბრძანდებოდა.

საქმის მასალების თანახმად, ჩისაკო კაკეხი სხვადასხვა დროს, ახლო ურთიერთობაში იყო ათ მამაკაცთან, რომელთაგან რვას ცოლად გაჰყვა და რვავე გარდაიცვალა.
პოლიცია ქალბატონი ჩისაკოთი მხოლოდ 2013 წელს დაინტერესდა, როცა მისი 75 წლის ქმარი, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. ეჭვის საფუძველი ის იყო, რომ წყვილი მხოლოდ ერთი თვის დაქორწინებული იყო და მამაკაცის გარდაცვალების შემდეგ მისი ქვრივი დიდი ქონების მფლობელი გახდა.

მალე პოლიციამ გაარკვია, რომ მამაკაცები, რომლებთანაც ჩისაკოს ცოლქმრობა აკავშირებდა, უცნაურ ვითარებაში იღუპებოდნენ და მთელ ქონებას „დამწუხრებულ ქვრივს“ უტოვებდნენ.
პირველ ქმარს, სხვებთან შედარებით, გაუმართლა - მამაკაცმა 54 წლის ასაკამდე მიაღწია და 1994 წელს გარდაიცვალა; 
„მწუხარე ქვრივმა“ დარდის გაქარვება ნაცნობობის საიტზე გაცნობილ მამაკაცთან გადაწყვიტა, რომელიც 2006 წელს, 69 წლის ასაკში, ინსულტით გარდაიცვალა;
ორი „წარმატებული“ ქორწინების შემდეგ, კაკეხიმ გადაწყვიტა, დრო არ დაეკარგა და მისი მომდევნო ქმარი 2008 წელს გარდაიცვალა; 
მეოთხემ ქორწინებიდან მხოლოდ ორი თვე გაძლო; 
მორიგ მამაკაცთან ქალბატონ კაკეხის ოფიციალური ქორწინება არ გაუფორმებია, თანაც ის საკმაოდ სწრაფად გარდაიცვალა - ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, სიმსივნისგან;
2012 წელს კაკეხი ისევ გათხოვდა, მაგრამ „ბედნიერი ქმარი“ მოტოციკლით გადაადგილების დროს, ავარიაში მოყვა და დაიღუპა; 
მორიგი ქმარი იმ რესტორნის ავტოსადგომთან გარდაიცვალა, სადაც ჩისაკოსთან ერთად ვახშმობდა.

არავინ იცის, „შავი ქვრივი“ კიდევ რამდენ მამაკაცს გაისტუმრებდა საიქიოში, მერვე ქმრის გარდაცვალების შემდეგ კაკეხის პერსონით პოლიცია რომ არ დაინტერესებულიყო.
ქალი ბოლო მომენტამდე ამტკიცებდა, რომ ქმრების სიკვდილში მისი ხელი არ ურევია და წარმოდგენა არ აქვს, საიდან მოხვდა მის სახლში მდგარ ყვავილის ქოთანში ციანიდი! 
გამოძიებით დადგინდა, რომ ჩისაკო კაკეხი არც გიჟი ყოფილა და არც მანიაკი და ქმრებს ტყუილად არ ხოცავდა. რვაჯერ გათხოვებისა და შესაბამისად, ამდენივეჯერ დაქვრივების შემდეგ, ქალმა 800 მილიონი იენა დააგროვა, რაც, დაახლოებით, ორი მილიონი დოლარია.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?