იაპონიაში შეგიძლიათ, ოჯახის წევრები, მეუღლეები და საყვარლები დაიქირაოთ

იცით თუ არა...

2 დეკემბერი 15:00, 2017 წელი

კომპანია Family Romance, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ადამიანებს უცნაურ მომსახურებას სთავაზობს - კომპანიაში დასაქმებულ მსახიობს შეუძლია, საათობრივი ანაზღაურების სანაცვლოდ, თქვენთვის მამის, ნათესავის, საყვარლის ან კოლეგის როლი შეასრულოს. Family Romance-ის დამფუძნებელმა ისი იუიტიმ ჟურნალისტებს უამბო, როგორ მოუვიდა კომპანიის გახსნის იდეა და როგორია მუშაობის სპეციფიკა.

ერთხელ, ისი იუიტის მეგობარმა ქალმა სთხოვა, რომ მისი ქმრის როლი შეესრულებინა, რადგან კერძო სკოლის ადმინისტრაციამ მარტოხელა დედის შვილს მათთან სწავლის ნება არ დართო. ეს ფიქციური ნათესაობის წარმოდგენაში იუიტის პირველი და წარუმატებელი როლი იყო.
შემდეგ იუიტის სთხოვეს, 12 წლის გოგონას მამის როლი შეესრულებინა, რომელსაც თანაკლასელები უმამობის გამო დასცინოდნენ. მას შემდეგ რვა წელი გავიდა, გოგონამ სკოლა დაამთავრა, თუმცა იუიტის დღემდე თავის ერთადერთ და ნამდვილ მამად მიიჩნევს.

Family Romance-ის თანამშრომლებს უფლება არ აქვთ, კლიენტის ნებართვის გარეშე საიდუმლო გაამხილონ. თუ კომპანიაში დასაქმებული მსახიობის „ქალიშვილი“ გათხოვდა, ის ვალდებულია, ქორწილში მივიდეს, მამის როლი შეასრულოს და თუ საჭიროა, ბაბუობაც გაითამაშოს.

კლიენტი თავად განსაზღვრავს, როგორ უნდა გამოიყურებოდეს და იქცეოდეს დაქირავებული ნათესავი. როგორი ვარცხნილობა და ჩაცმის სტილი უნდა ჰქონდეს და როგორ ხასიათზე დაბრუნდეს სამსახურიდან „სახლში“.

ზოგჯერ მსახიობებს მოღალატეების როლის თამაშიც უწევთ. მაგალითად, თუ ქალის ქმარმა გაიგო, რომ ცოლს საყვარელი ჰყავს და მასთან ურთიერთობის გარკვევა სცადა, ცოლს შეუძლია, ფირმის თანამშრომელი დაიქირაოს, რომელიც ცრუ საყვარლის როლს შეასრულებს და დარტყმას საკუთარ თავზე აიღებს. ასეთ შემთხვევაში, მსახიობი ხშირად თავს იაკუძას დანაშაულებრივი სინდიკატის წევრად ასაღებს და ქმარს პატიებას სთხოვს. უმეტეს შემთხვევაში, ქმარი პატიებას არჩევს, რადგან ბანდიტებთან საქმის დაჭერა არავის სურს.

ზოგჯერ კომპანიის მსახიობებს მასშტაბური ქორწილისთვის ქირაობენ. ერთ-ერთ კლიენტს ქორწილისთვის 50 მსახიობის დაქირავება თითქმის 18 მილიონი დოლარი დაუჯდა.

როგორი დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, Family Romance-ში ბავშვის დაქირავებაც შეიძლება. მაგალითად, ერთხელ კომპანიამ მომაკვდავი მოხუცის სურვილი შეასრულა, რომელსაც სიკვდილის წინ შვილიშვილის ნახვა სურდა. იმ დროისთვის ბავშვი დაბადებული არ იყო, ამიტომ მომაკვდავის ქალიშვილმა კომპანიისგან ჩვილი იქირავა.

Family Romance-ში საათობრივი ანაზღაურებაა - საათში 200 დოლარი. მსახიობებს აკრძალული აქვთ პირადი ინფორმაციის გამხელა. ამასთანავე, შეყვარებულის, საყვარლის ან მეუღლის როლის შესრულებისას ეკრძალებათ კლიენტის კოცნა და მასთან სექსი.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?