რომელ ქვეყნებში არ დადგება 1-ელ იანვარს 2018 წელი?

იცით თუ არა...

13 დეკემბერი 15:00, 2017 წელი

დროის დინება რომ გაეზომა, ადამიანმა კალენდარი შექმნა, თუმცა დრო ეფემერული ცნებაა და არავინ იცის, სად არის ის წერტილი, საიდანაც ათვლა იწყება...

მსოფლიოში ქვეყნების უმეტესობა გრიგორიანული კალენდრით ცხოვრობს, რომელიც რომის პაპმა გრიგოლ XIII-მ იულიანური კალენდრის ნაცვლად დააწესა. ამჟამად ამ ორ კალენდარს შორის სხვაობა 13 დღეა და ყოველ 400 წელიწადში 3 დღით იზრდება.
სწორედ იულიანური კალენდრის გავლენით ვზეიმობთ ძველ ახალ წელს და გრიგორიანული კალენდრით - ახალს.
1582 წელს შემოღებული გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, რამდენიმე დღეში 2018 წელი დადგება. თუმცა, ყველა ქვეყანაში ასე არ არის:

ტაილანდი ბუდისტური მთვარის კალენდრით ცხოვრობს, სადაც წელთაღრიცხვა ბუდას ნირვანაში გადასვლის თარიღიდან იწყება. ამიტომ გრიგორიანული კალენდრით 2018 წელს ტაილანდში 2561 წელი დადგება. ბუდისტური კალენდრით ცხოვრობენ შრი-ლანკაში, კამბოჯასა და ლაოსში.

ეთიოპიური კალენდარი გრიგორიანულს 8 წლით ჩამორჩება. თანაც, ამ კალენდრის მიხედვით, წელიწადში 12-ის ნაცვლად, 13 თვეა და ახალი დღე შუაღამეს კი არა, გამთენიისას იწყება.

ისრაელში გრიგორიანული კალენდრის პარალელურად, ებრაული კალენდარი გამოიყენება. ამ კალენდრის მიხედვით აღნიშნავენ ებრაულ დღესასწაულებს, ხსოვნისა თუ დაბადების დღეებს.

ზოგიერთ მუსლიმანურ ქვეყანაში რელიგიური დღესასწაულების აღსანიშნავად ისლამური კალენდარი გამოიყენება, რომელშიც წელთაღრიცხვა წინასწარმეტყველი მუჰამედისა და პირველი მუსლიმანების მექადან მედინაში გადასახლების დროიდან იწყება (ჩვ. წ.აღ.622 წელი)
ისლამური კალენდრის მიხედვით, წელიწადის ხანგრძლივობა, გრიგორიანულთან შედარებით, 10-11 დღით ნაკლებია და თვეებიც სეზონურობის მიხედვით იცვლება. მაგალითად, ზაფხულის თვეები რაღაც პერიოდის შემდეგ, ზამთრის თვეებად იქცევა და პირიქით.

ომარ ხაიამის მონაწილეობით შექმნილი ირანული კალენდარი, ანუ მზის ჰიჯრა, ირანსა და ავღანეთში ოფიციალურ კალენდრად ითვლება. ირანულ კალენდარში წელთაღრიცხვა ჰიჯრიდან იწყება. კალენდარი დაფუძნებულია მზის წელიწადზე, ამიტომ მისი თვეები ყოველთვის წელიწადის ერთსა და იმავე დროს ემთხვევა. ირანული კალენდრის მიხედვით, კვირა შაბათ დღეს იწყება და პარასკევს მთავრდება, რომელიც დასვენების დღედ მიიჩნევა.

ინდოეთის ეროვნული კალენდარი შედარებით ახალია, რადგან 1957 წელს შეიქმნა. მის პარალელურად ინდოეთში სხვა კალენდრებიც არსებობს. ზოგში წელთაღრიცხვა კრიშნას სიკვდილის თარიღიდან იწყება (ჩვ. წ. აღ-მდე 3102 წელი), ზოგში კი 57 წელს ვიკრამის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან.

იაპონიაში ის კალენდარიც მოქმედებს, სადაც წელთაღრიცხვა ქრისტეს შობიდან იწყება და ტრადიციულიც, სადაც წელთა ათვლა იაპონიის იმპერატორების მმართველობის მიხედვით ხდება.
ჩინურ კალენდარს გამოიყენებენ კამბოჯაში, მონღოლეთში, ვიეტნამსა და რამდენიმე აზიურ ქვეყანაში. წელთაღრიცხვა ამ სისტემაში 2637 წლიდან, ანუ იმპერატორი ხუან-დის ხელისუფლებაში მოსვლიდან იწყება. კალენდარი ციკლურია და იუპიტერის ასტრონომიულ ციკლებს ეფუძნება. 60 წლის მანძილზე იუპიტერი მზეს 5-ჯერ შემოუვლის. ერთი შემოვლა 12 წელი გრძელდება.

ჩუხჩეს კალენდარი კორეაში 1997 წლის 8 ივლისიდან გამოიყენება. კალენდარში ათვლის წერტილი 1912 წელია - კორეის მარადიული პრეზიდენტის კიმ ირ სენის დაბადების წელი. თარიღის მითითებისას, კორეაში გრიგორიანულ და ჩუხჩეს კალენდრებს ერთდროულად გამოიყენებენ.

როგორც ირკვევა, მსოფლიოში მხოლოდ წლების ათვლა კი არა, ადამიანის ასაკის განსაზღვრაც სხვადასხვანაირად ხდება.
აღმოსავლეთ აზიის ბევრ კულტურაში ადამიანის ასაკს განსხვავებული სისტემით ითვლიან. ამ სისტემის მიხედვით, ახალშობილი დაბადებისთანავე, 1 წლისად ითვლება და მისი ასაკი დაბადების დღის კი არა, ახალი წლის დადგომის მიხედვით იზრდება. ერთი სიტყვით, ახალი წლის საზეიმო სუფრასთან ამ ქვეყნების მცხოვრებლები საკუთარი დაბადების დღეებსაც ზეიმობენ. შესაბამისად, ერთსა და იმავე დღეს დაბადებული ევროპელისა და აზიელის ასაკში სხვაობა შეიძლება ერთი წელი ან მეტიც იყოს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?