რატომ ეკრძალებათ ვერტმფრენებს ალმასის საბადოზე გადაფრენა?

იცით თუ არა...

17 დეკემბერი 15:00, 2017 წელი

აღმოსავლეთ ციმბირის ქალაქი მირნიში მსოფლიოში სიდიდით მეორე (ბინგჰემის კანიონის შემდეგ) ალმასის მომპოვებელი საბადო მდებარეობს. 2004 წლამდე, სანამ დაიხურებოდა, მირნის საბადოში ყოველწლიურად ათ მილიონ კარატამდე ალმასს მოიპოვებდნენ. 

იმ დროისთვის, საბადოს სიღრმე 525 მეტრი, ხოლო სიგანე 1200 მეტრი გახლდათ. მირნის ღრმული იმდენად დიდი იყო, ხოლო მისგან წამოსული ჰაერის ჭავლი იმდენად ძლიერი, რომ საბადოს თავზე ვერტმფრენებს ფრენა ეკრძალებოდათ. არსებობს რამდენიმე ფაქტი, როცა მიწის სიღრმიდან წამოსული ჰაერის ნაკადმა ვერტმფრენი ჩაითრია.

ამ ადგილებში სამთო მრეწველობა მე-20 საუკუნის შუა წლებში აღორძინდა. მკაცრი ზამთრის გამო, რომელიც აღმოსავლეთ ციმბირში შვიდი თვე გრძელდება, მიწა ბეტონივით მაგრდება და ტემპერატურა ისეთ ნიშნულამდე ეცემა, რომ საწვავს ყინავს და რკინას შლის. ამ პერიოდში, მბურღავებს მუშაობის დროს, რეაქტიული ძრავებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენება უწევდათ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მირნიში ყოველწლიურად ათ მილიონ კარატამდე ბრილიანტის მოპოვება ხდებოდა. ალმასის ბაზარი რომ ეკონტროლებინა, საერთაშორისო კორპორაცია De Beers იძულებული იყო, დიდი რაოდენობით ციმბირული ალმასი შეეძინა. კორპორაციისთვის ეს საბადო ნამდვილ ამოცანას წარმოადგენდა: ჯერ ერთი, მოპოვებული პროდუქციის რაოდენობა საბადოს ზომებს რამდენჯერმე აღემატებოდა, თანაც 70-იან წლებში მსოფლიოში ალმასის მოპოვება მნიშვნელოვნად შემცირდა, მირნიში კი პირიქით, ყოველწლიურად იზრდებოდა.

De Beer-მა, ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, 1976 წელს  ციმბირის საბადოს დათვალიერება ითხოვა. საბჭოთა კავშირმა კორპორაციას საბადოს დათვალიერების ნება დართო, თუმცა საბუთების მზადების პროცესს იმდენი დრო დასჭირდა, რომ ვიზის ვადა თითქმის ამოიწურა. საბოლოოდ, საბადოს დათვალიერებისთვის კორპორაციის თანამშრომლებს მხოლოდ 20 წუთი დარჩათ, რაც ცხადია, ალმასის წარმოების საიდუმლოს ამოსახსნელად საკმარისი არ იყო.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?