როგორ დაეხმარა 11 წლის გოგონას რჩევა ლინკოლნს გაპრეზიდენტებაში...

იცით თუ არა...

19 დეკემბერი 15:00, 2017 წელი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნის სახელი ყველას სმენია, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას 11 წლის ამერიკელ გოგონას უმადლოდა. გოგონამ ლინკოლნს ერთი საინტერესო რჩევა მისცა, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატმა გაითვალისწინა...

1860 წლის 15 ოქტომბერს, საპრეზიდენტო კამპანიის მიმდინარეობისას, ლინკოლნმა ნიუ-იორკის შტატის პატარა ქალაქ ვესტლენდში მცხოვრები 11 წლის გოგონა გრეის ბედელისგან წერილი მიიღო. პატარა ამერიკელი ლინკოლნის გულწრფელი გულშემატკივარი გახლდათ და წერილში, არც მეტი, არც ნაკლები, წვერის მოშვება სთხოვა - გრეის აზრით, პრეზიდენტის გამხდარ სახეს წვერის მოშვება მოუხდებოდა.

„მე ოთხი სრულწლოვანი ძმა მყავს, რომელთაგან ერთი არჩევნებზე ხმას აუცილებლად თქვენ მოგცემთ, მაგრამ, თუ წვერს მოუშვებთ, დანარჩენი სამის დარწმუნებასაც შევძლებ, რომ მის მაგალითს მიჰბაძონ. თქვენ ძალიან გამხდარი სახე გაქვთ და წვერში გაცილებით ახოვანი და სიმპათიური გამოჩნდებით. ქალებს წვერიანი მამაკაცები მოსწონთ და ისინი შეეცდებიან, ქმრები და შეყვარებულები დაარწმუნონ, არჩევანი თქვენზე შეაჩერონ. ასეთ შემთხვევაში, თქვენ აუცილებლად გახდებით პრეზიდენტი“, - წერდა გრეის ბედელი.

ლინკოლნის საპასუხო წერილი 1980 წლის 19 ოქტომბრით თარიღდება:
„წვერი ადრე არასოდეს მიტარებია. როგორ ფიქრობთ, ბრიყვად ხომ არ ჩამთვლიან, ახლა რომ მოვუშვა?“

ბევრი ფიქრისა და ყოყმანის შემდეგ, 51 წლის ლინკოლნმა გოგონას რჩევა გაითვალისწინა და შედეგად, 1860 წლის 6 ნოემბერს აშშ-ს მე-16 პრეზიდენტი გახდა.

ლინკოლნი ხშირად იმეორებდა, რომ წვერის მოშვება პატარა ამერიკელმა გოგონამ გადააწყვეტინა.

აღსანიშნავია, რომ ერთხელ, ილინოისიდან ვაშინგტონში მგზავრობის დროს, ლინკოლნი საინაუგურაციო სიტყვის წარმოსათქმელად გრეის ბედელის მშობლიურ ქალაქ ვესტლენდში შეჩერდა. ტრიბუნაზე ასვლისთანავე მან იკითხა, დამსწრეთა შორის ხომ არ იყო პატარა გოგონა, სახელად გრეისი. შეკრებილ ადამიანებში მაღლა აწეული პატარა ხელი გამოჩნდა. როცა გრეისი პრეზიდენტთან მიიყვანეს, მან გოგონა ხელში აიყვანა და ხმამაღლა განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტი სწორედ ამ გოგონას წყალობით გახდა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?