ვისთვის დაარღვია პრინცმა უილიამმა სამეფო ეტიკეტი?

იცით თუ არა...

20 დეკემბერი 15:00, 2017 წელი

2017 წლის ივნისში ლონდონის Grenfell Tower საშინელმა ხანძარმა მოიცვა. ხანძარმა ათობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და უამრავი ოჯახი დაამწუხრა. როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება, სამეფო ოჯახის წევრებმა დაზარალებული ადამიანების მონახულება გადაწყვიტეს.

დედოფალი ელისაბედ მეორე და პრინცი უილიამი ტრაგედიის ადგილზე მივიდნენ და გადარჩენილი ადამიანები მოინახულეს, რომლებიც სპორტულ დარბაზ „უესტვეის“ აფარებდნენ თავს. დედოფალმა და პრინცმა ანუგეშეს ადამიანები, რომლებმაც ხანძრის დროს ოჯახის წევრები დაკარგეს.

რაღაც მომენტში პრინცმა უილიამმა ემოცია ვერ შეიკავა და ასაკოვანი ქალი, რომელიც დაკარგულ ქმარს დასტიროდა, გულში ჩაიკრა. ხანძრის დროს ფატიმა ჯაფარის ქმარი ლიფტში იმყოფებოდა და მას შემდეგ ის აღარავის უნახავს. მწუხარებით განადგურებული ქალის ხილვისას, პრინცმა სამეფო კარის წესებზე თვალი დახუჭა. ის მიხვდა, რომ სიტუაცია იმაზე მეტს ითხოვდა, ვიდრე სტანდარტული ხელის ჩამორთმევაა.

„ჩემთან, ერთ უბრალო ქალთან, ამ ქვეყნის დედოფალი და მომავალი მეფე მოვიდნენ, რათა თანაგრძნობა გამოეხატათ. მე დავინახე, რომ მათთვის მომხდარი სულერთი არ ყოფილა“, - განაცხადა მოგვიანებით ჯაფარიმ.

ამ ფოტომ, რომელზეც მგლოვიარე ქალი და პრინცი არიან აღბეჭდილი, მსოფლიოს გაახსენა უილიამის დედა, პრინცესა დიანა, რომელიც კლინიკებში პირბადისა და ხელთათმანების გარეშე შედიოდა და მძიმე ავადმყოფებს გულში იკრავდა. პრინცესა გამუდმებით არღვევდა სამეფო ეტიკეტს და დაავადებულ ბავშვებს იხუტებდა, რათა სამყაროსთვის შეეხსენებინა, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანების მიმართ სითბოსა და მზრუნველობის გამოჩენა.

უილიამის ჟესტი ბრიტანელებმა ნამდვილი ლიდერის ქცევად შეაფასეს, რომელსაც ქვეყნის გაერთიანება შეუძლია. დედის კვალზე მიმავალი პრინცი თავისი ქვეყნისთვის იმედის სიმბოლოდ იქცა. მან შესანიშნავად მოახერხა თანაგრძნობისა და სიყვარულის გამოვლენა, რაც ადამიანებს ჩვენს დროში ასე სჭირდებათ.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?