რას აკეთებს იაპონელი მშობელი, როცა ბავშვი ცუდად იქცევა?

იცით თუ არა...

23 დეკემბერი 15:00, 2017 წელი

იაპონელების შრომისმოყვარეობისა და დისციპლინის შესახებ ყველამ ვიცით, მაგრამ ასევე ძალიან საინტერესოა მათი კიდევ ერთი თვისება, რომელიც ნებისმიერ მშობელს გამოადგება.

იაპონელი ბავშვები თითქმის არასდროს ჭირვეულობენ, ამის მიზეზი კი აღზრდის განსაკუთრებული ტრადიციაა, რომლის ფესვებს შორეულ წარსულში მივყავართ.

საუკუნეების წინათ იაპონელი დედები სამსახურსა და ბავშვების აღზრდას ერთმანეთს უთავსებდნენ. იმ დროს არც საბავშვო ბაღები არსებობდა და არც ბებია-ბაბუები ისხდნენ სახლში, რომ ბავშვი დაეტოვებინათ, ამიტომ პატარა ყოველთვის და ყველგან დედის გვერდით იყო.
მინდორში სამუშაოდ წასული დედა შვილს სხეულზე ქსოვილის ნაჭრით იმაგრებდა, მუშაობის დროს კი ელაპარაკებოდა და უხსნიდა, რას და რატომ აკეთებდა.
ბუნებრივია, ასეთ პირობებში ბავშვი სამყაროს ადვილად შეიცნობდა და ვითარდებოდა.
იაპონელი ქალები დღემდე ბავშვთა აღზრდის ასეთ წესს ამჯობინებენ - სადაც არ უნდა მიდიოდეს და რასაც არ უნდა აკეთებდეს, დედას ბავშვი ყოველთვის თან ახლავს.

ჩვეულებრივ, სანამ ბავშვი 3 წლის გახდება, იაპონელი დედები სახლში სხედან. მათთვის შვილის ბაგაში მიყვანა ან ბებია-ბაბუასთან დატოვება სამარცხვინოდ მიიჩნევა.
როგორც კი 3 წელი შეუსრულდება, იაპონელებს შვილები საბავშვო ბაღებში მიჰყავთ. სახლშიც და ბაღშიც ბავშვს ასწავლიან, რომ სხვა ადამიანებისა და ცხოველების მიმართ სითბო და მზრუნველობა გამოიჩინოს. უყვარდეს ბუნება და უსულო საგნებიც კი.
მაგალითად, თუ ბავშვმა სათამაშო მანქანა დაამტვრია, დედა არ ეჩხუბება, მაგრამ უხსნის, რომ მან სათამაშოს ტკივილი მიაყენა. მშობლები არასოდეს უწევენ ხმას შვილთან ურთიერთობისას. არ ეჩხუბებიან და არ სცემენ. ამის ნაცვლად, პატარებს თავაზიანად ქცევას ასწავლიან.

რას აკეთებს იაპონელი მშობელი, როცა ბავშვი ცუდად იქცევა? 
პასუხი მარტივია - საკუთარ უკმაყოფილებას ის ინტონაციით და მზერით გამოხატავს. იაპონელი ბავშვი ზუსტად ხვდება, როდისაა მშობელი ნაწყენი და ამ დროს, მას დანაშაულის გრძნობა უჩნდება.

როგორც ხედავთ, ამომავალი მზის ქვეყანაში ბავშვები მშობლების სითბოთი და სიყვარულით გარემოცულნი იზრდებიან.
საუკუნეების გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ეს დაუჯერებლად ეფექტურია და მშობლებს კანონმორჩილი, თავაზიანი და კარგი ადამიანების გაზრდაში ეხმარება.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?