ავტოგრაფი ადამიანის ღვიძლზე - ბრიტანელი ქირურგი უცნაური ბრალდებით გაასამართლეს

იცით თუ არა...

25 დეკემბერი 15:00, 2017 წელი

ბრიტანელი ქირურგი საიმონ ბრემჰოლი გამოცდილი ექიმია, რომელსაც ღვიძლზე, ელენთასა და კუჭქვეშა ჯირკვალზე ოპერაციების წყალობით დიდი ხანია, თავის სამშობლოში იცნობენ და პატივს სცემენ, თუმცა...

BBC-ის ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ, ცნობილი ქირურგი ბრიტანული სასამართლოს წინაშე წარდგა იმის გამო, რომ 2013 წელს ჩატარებული ოპერაციების დროს, ორი პაციენტის ღვიძლზე არგონის ლაზერით საკუთარი ინიციალები - SB ამოწვა.
ერთ-ერთი პაციენტის ოპერაციისშემდგომი გართულებები რომ არა, ალბათ, მომხდარის შესახებ ვერავინ ვერაფერს გაიგებდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ღვიძლი ძალიან დაზიანებული იყო და პაციენტის მდგომარეობა უარესდებოდა, ამიტომ მას სხვა ქირურგთან მისვლა მოუწია.
სწორედ ამ ქირურგმა აღმოაჩინა პაციენტის ღვიძლზე წინამორბედი ქირურგის მიერ დატოვებული „ავტოგრაფი“.

ლონდონელმა პროკურორმა ელიზაბეტ რიჩმა განაცხადა, რომ ექიმის ქმედებები „წინასწარ განზრახული და შეგნებული იყო“.
„ეს მხოლოდ ეთიკის საკითხი არ გახლავთ. საიმონ ბრემჰოლის ქმედება დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მან ბოროტად ისარგებლა ნდობით, რომელიც პაციენტმა გამოუცხადა“, - განაცხადა პროკურორმა.

პროფესიული გულგრილობის გარდა, ქირურგს ჯანმრთელობისთვის შეგნებული ზიანის მიყენებაში დასდეს ბრალი და დისციპლინური სახდელი დააკისრეს, თუმცა სამსახურიდან არ გაუშვიათ. წასვლის გადაწყვეტილება მან თავად მიიღო.

ამ შემთხვევის შემდეგ, ბრიტანელი საზოგადოების აზრი ორად გაიყო. ზოგი ექიმის სასტიკად დასჯას ითხოვდა, სხვებს კი მიაჩნდათ, რომ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა: „მერე რა, თუ პაციენტის ღვიძლზე ინიციალებს ტოვებდა? ამით ვინმე დაზარალდა? ამ ადამიანმა წლების წინათ, სიცოცხლე შემინარჩუნა და მოხარული ვიქნებოდი, თუ ჩემს ღვიძლზეც ინიციალებს დატოვებდა, - განაცხადა საიმონ ბრემჰოლის ყოფილმა პაციენტმა.

როგორც გაირკვა, ბრემჰოლი პაციენტების შინაგან ორგანოებზე ავტოგრაფების დატოვების მოყვარული ერთადერთი ექიმი არ გახლავთ. აშშ-ის კენტუკის შტატის საავადმყოფოს ერთ-ერთმა ქირურგმა პაციენტს საშვილოსნოს ამოჭრის წინ, მასზე იმ ქვეყნის პირველი ასოები „UK“ ამოწვა, სადაც სწავლობდა. ქალი ამის შესახებ ვერასოდეს გაიგებდა, ოპერაციის დროს გადაღებული ვიდეო რომ არ ენახა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?