სავაჭრო ცენტრის ჩამონგრევას 502 ადამიანი ემსხვერპლა - კატასტროფის მიზეზი გამაოგნებელია!

იცით თუ არა...

5 იანვარი 15:00, 2018 წელი

რას წარმოიდგენდნენ ეს ადამიანები, რომ მათთვის სავაჭრო ცენტრში საყიდლებზე წასვლა საბედისწერო გახდებოდა... 

1995 წლის 29 ივნისს სეულში „სამპუნგის“ სავაჭრო ცენტრის ჩამონგრევას 502 ადამიანი ემსხვერპლა. ეს სამხრეთ კორეის ისტორიაში უდიდესი კატასტროფა იყო.

სეულის ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრი, რომელსაც ყოველდღიურად, 40 000-მდე ადამიანი სტუმრობდა, ზუსტად 20 წამში ნანგრევების გროვად იქცა.
ადამიანების სიხარბემ და გაუმაძღრობამ ასობით ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმა, ათასობით კი ინვალიდად აქცია!!!  

შენობის მფლობელი ლი ჯუნი ამ ადგილზე თავდაპირველად ოთხსართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენებას აპირებდა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა და ხუთსართულიანი სავაჭრო ცენტრის შენება დაიწყო, რომლის მეხუთე სართულზეც საცურაო აუზი იქნებოდა განთავსებული.

აუზის გამო, პროექტიდან რამდენიმე საყრდენი ბოძის ამოღება გახდა აუცილებელი, რაზეც არქიტექტორებმა და მშენებლებმა კატეგორიული უარი განაცხადეს.
საბოლოოდ, ლი ჯონმა პროექტში შეტანილი ცვლილებების შესახებ სეულის ხელისუფლებას არ შეატყობინა და მშენებლობა საკუთარ კომპანიას გადააბარა.

ყველა „სიკეთესთან“ ერთად, უზარმაზარი შენობა, მყარი ნიადაგის ნაცვლად, დატკეპნილ ნაგავსაყრელზე აშენდა, მის კონსტრუქციაში ფოლადის კარკასი და განივი სვეტები არ გამოუყენებიათ. ამის მიუხედავად, „სამპუნგის“ სავაჭრო ცენტრი 1990 წელს გაიხსნა და 5 წელი გაძლო.

1995 წლის აპრილში სავაჭრო ცენტრის მეხუთე სართულის ჭერზე უზარმაზარი ბზარები გაჩნდა. ამის მიუხედავად, ლი ჯუნს ცენტრის დახურვა არც უფიქრია. მან მეხუთე სართულზე განთავსებული სექციები სარდაფში ჩაიტანა.

29 ივნისს ბზარებმა ისე იმატა, რომ მეხუთე სართულის დახურვა აუცილებელი გახდა.
იმ დღეს ცენტრში უჩვეულოდ ბევრი მყიდველი იყო. შემოსავლის დაკარგვის შიშით ლი ჯუნმა ევაკუაციის გამოცხადებაზე უარი თქვა.
რამდენიმე საათის შემდეგ შენობის ჭერი ჩამოინგრა და ხუთივე სართული მიწაში ჩაიტანა.
კატასტროფის შედეგად, 502 ადამიანი დაიღუპა და ათას ხუთასი ნანგრევებში მოყვა.

სამაშველო ოპერაცია რამდენიმე კვირას გაგრძელდა. ნანგრევებიდან ამოყვანილი უკანასკნელი ცოცხალი ადამიანი 17 წლის პარკ სეუნგ ჰიუნი იყო, რომელიც შენობის ჩამონგრევიდან მე-17 დღეს იპოვეს!
 
გამოძიების შედეგად, კორეის პროკურატურამ ათობით ადამიანს წაუყენა ბრალი.
ბრალდებულთა შორის იყვნენ ლი ჯუნი, მისი შვილი, ქალაქის რამდენიმე ჩინოვნიკი, სავაჭრო ცენტრისა და კომპანია SAMPOONG GROUP-ის თანამშრომლებიც.

ლი ჯუნს 7-წელნახევრიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მისი კომპანია დაშალეს და დაზარალებულებს 350 მილიონი დოლარის კომპენსაცია გადაუხადეს.

სეულის მეტროს ერთ-ერთ სადგურთან ახლოს „სამპუნგის“ კატასტროფის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი გახსნეს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?