როგორც მოგვიანებით გაირკვა, ნარკოტიკულ საშუალებას ოჯახის ერთ-ერთი წევრი სამკურნალო მიზნით იყენებდა - ის ერთადერთი იყო, ვინც იხვის დაგემოვნების შემდეგ თავს შესანიშნავად გრძნობდა. სუფრის დანარჩენ ექვს წევრს კი სამედიცინო დახმარება დაჭირდა.
„საქმე ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების არალეგალური დამზადებისა და სხვა მანიპულაციების ჩატარების მუხლით აღიძრა“, - განაცხადეს ჩეხმა სამართალდამცავებმა მედიასთან საუბრისას.
გავრცელებული ინფორმაციით, იხვის დაგემოვნების შემდეგ, სუფრის ოთხ ზრდასრულ წევრსა და ორ ბავშვს (3 და 6 წლის) ჰალუცინაციები დაეწყოთ. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში ძლიერი თავის ტკივილითა და გულისრევით გადაიყვანეს.