ქალბატონი პრემიერის განცხადებით, ახალი უწყების შექმნა 2016 წელს მოკლული პარლამენტის დეპუტატის ელენ ჯოან „ჯო“ კოქსის მოღვაწეობამ შთააგონა.
კოქსი პარლამენტში მარტოობის კომისიას ხელმძღვანელობდა და მთავრობას მოუწოდებდა, ცხოვრებისგან გარიყული და მიტოვებული ადამიანების დასახმარებლად, სპეციალური სახელმწიფო ორგანო შეექმნა.
2 შვილის დედა პოლიტიკოსი ქალბატონი მეტად მიზანდასახული და გულისხმიერი იყო.
მას 2016 წლის 16 ივნისს
კონკრეტულად, რა საქმით დაკავდება სამინისტრო უცნობია, თუმცა ის აუცილებლად ითანამშრომლებს კოქსის მიერ შექმნილ კომისიასთან.
დაუნინგ-სტრიტზე ჯო კოქსის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ტერეზა მეიმ დაღუპულ დეპუტატს ადამიანების პრობლემებში გამოჩენილი სინათლის სხივი უწოდა. „ჯო კოქსს ესმოდა ქვეყანაში მარტოობის მასშტაბები და საკუთარი თავი მთლიანად ამ ადამიანების დახმარებას მიუძღვნა“, - ბრძანა ტერეზა მეიმ.
41 წლის ჯო კოქსი 2016 წლის ივნისში მოკლეს. მკვლელმა ტომას მეიერმა დეპუტატს ხელნაკეთი იარაღიდან სამჯერ, თავის არეში ესროლა, თან ყვიროდა „ბრიტანეთი უპირველეს ყოვლისა“. ეს ამავე სახელწოდების ულტრამემარჯვენე პარტიის ლოზუნგია, რომელიც თავისი ანტიმიგრაციული აქციებით, მუსლიმანებზე თავდასხმებითა და ევროკავშირიდან გამოსვლის მოთხოვნით გახდა ცნობილი.
მეიერს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.