რიცხვი „13“ ყველა ნომინალის დოლარის დიზაინში ფიგურირებს:
პირამიდას 13 საფეხური აქვს;
არწივის თავზე 13 ვარსკვლავია განთავსებული;
ფარზე 13 ვერტიკალური და ჰორიზონტალური ზოლია;
ფრაზები „Annuit Coeptis“ და „E Pluribus Unum“ 13-13 ასოს შეიცავს;
რტოზე, რომელიც არწივს მარცხენა ფეხით უჭირავს, 13 ფოთოლი და 13 ნაყოფია. მარჯვენა ფეხში კი 13 ისარი; ნუთუ ეს ყველაფერი უბრალო დამთხვევაა?
ცნობილია, რომ ცამეტს უამრავი ცრურწმენა უკავშირდება. ბევრ ქვეყანაში (მათ შორის, ამერიკაში) ცამეტი უიღბლობისა და წარუმატებლობის სიმბოლოა.
რიცხვ 13-ს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს სხვადასხვა რელიგიაშიც:
ქრისტიანობა - საიდუმლო სერობას 13 ადამიანი ესწრებოდა; კათოლიკური ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი წმინდანის ანტონ პანდუელის ხსენების დღე 13 ივნისია; იუდაიზმი - 13 პრინციპზეა დაფუძნებული და 13 წლის ასაკში ხდება იუდეველთა წინადაცვეთა; ისლამი - მუჰამედის ბიძაშვილი ალი 13 რიცხვში დაიბადა... თუმცა სრულიად გაუგებარია, რაში დასჭირდათ ამერიკელებს ამ ციფრის ეროვნულ ვალუტაზე დატანა.
როგორც ირკვევა, დოლარის კუპიურაზე 13-იანი სიმბოლოების გამოჩენას მარტივი ახსნა აქვს - 1776 წელს ჩრდილოეთ ამერიკაში ბრიტანეთის 13-მა კოლონამ დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა და ბრიტანეთის იმპერიის ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა ოფიციალურად გამოაცხადა, რასაც ამერიკის შეერთებული შტატების შექმნა მოჰყვა.