ეს საზარელი შემთხვევა 2014 წელს, ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში მოხდა. ესპანელმა დედამ მარია დელ კარმენ გარსიამ ცოცხლად დაწვა მამაკაცი, რომელმაც წლების წინათ, 1998 წელს, მისი 13 წლის ქალიშვილი ვერონიკა გააუპატიურა.
ანტონიო კოსმემ ბავშვი დანის მუქარით გააუპატიურა და გააფრთხილა, რომ, თუ ამის შესახებ ვინმეს ეტყოდა, ყელს გამოჭრიდა.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ კოსმე ალიკანტეში დაბრუნდა და ძველებურად ცხოვრება განაგრძო.
იმ საბედისწერო დღეს მარია ავტობუსის გაჩერებასთან იდგა, როცა მსოფლიოში ყველაზე საძულველი მამაკაცი მიუახლოვდა და თავხედურად ჰკითხა: „როგორ ხარ? შენი გოგო როგორაა?“
სიბრაზისგან შეშლილი დედა მოძალადეს უსიტყვოდ გასცილდა, ახლოს მდებარე ბენზინგასამართ სადგურთან მივიდა და რამდენიმე ლიტრი ბენზინი იყიდა. ამის შემდეგ მოძალადის ძებნა დაიწყო და ერთ-ერთ ბარში აღმოაჩინა. ქალმა კოსმეს ბენზინი გადაასხა, ასანთს გაჰკრა და მიაძახა „ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვი“. რამდენიმე წუთის განმავლობაში ის კმაყოფილი ადევნებდა თვალს, როგორ იწვოდა მამაკაცი, შემდეგ კი ტერიტორია უხმოდ დატოვა.
ანტონიო კოსმე რეანიმაციაში გარდაიცვალა.
ესპანეთის სასამართლომ მარია დელ კარმენ გარსიას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მოგვიანებით, ქალს სასჯელი 5 წლამდე შეუმცირეს, საბოლოოდ კი შინაპატიმრობა აკმარეს.