იცით თუ არა

რა კავშირი აქვს ნარდს ასტროლოგიასთან?

fun time

12:00 ორშ. 4 იანვარი, 2021 წელი

ნარდი და ასტროლოგია

14
დაკოპირებულია

ნარდი მსოფლიოში უძველესი სამაგიდო თამაშია, რომელსაც ისტორია რომანტიკული და საიდუმლოებით მოცულია. ბევრმა არ იცის, რომ ნარდს ერთგვარი ასტროლოგიური დატვირთვა აქვს...

ნარდი ამჟამინდელი სახით, VI საუკუნის შუა ხანების სპარსეთში, ხოსრო I-ის მეფობის დროს შეუქმნიათ, - ასე გვეუბნება აღმოსავლური ლეგენდა.

შაჰ ხოსროს ჭადრაკის თამაში ჰყვარებია, თუმცა დიდი ვერაფერი მოთამაშე ყოფილა. ამის გამო შაჰს ჭადრაკის სამშობლოში, ინდოეთში დასცინოდნენ და სარკასტულ წერილებს უძღვნიდნენ.

შეურაცხყოფილმა შაჰმა, თურმე, ინდოელებზე შურისძიება გადაწყვიტა და ბრძენ ვეზირს ახალი თამაშის შექმნა უბრძანა. მალე სპარსეთის მეფემ ინდოელებს ნარდის სათამაშო კომპლექტი გაუგზავნა და შეუთვალა, თუ ასეთი ჭკვიანები ხართ, ვნახოთ, როგორ გაერკვევით ჩვენს ეროვნულ თამაშშიო.

თქმულების თანახმად, ინდოელებს ნარდის საიდუმლოს ამოხსნისთვის 12 წელი დასჭირდათ, თუმცა საბოლოოდ მაინც ამოხსნეს.

ბევრმა არ იცის, რომ ნარდს ერთგვარი ასტროლოგიური დატვირთვა აქვს:

  • ნარდის დაფა დედამიწას განასახიერებს, ხოლო 30 ქვა თვის 30 დღის სიმბოლოა;
  • ნარდის დაფაზე 24 ნახევარწრე კი დღე-ღამეში 24 საათის სიმბოლოა;
  • კამათლის მოპირდაპირე მხარეებზე წერტილების ჯამი ერთი და იგივეა და შვიდის ტოლია, რაც მზის სისტემის იმ დროისთვის ცნობილი პლანეტების რიცხვი გახლავთ;

მეორე ვერსიით:

ნარდის დაფა იგივე ზეცაა, ხოლო კამათლების წრიული მოძრაობა ცაზე ვარსკვლავების გადაადგილებას ასახავს. დაფის თითოეული ნახევარი 12 ნახევარმთვარისგან შედგება, რაც წელიწადის 12 თვეს განასახიერებს, ხოლო დაფის 4 ნაწილად დაყოფა - წელიწადის ოთხ დროს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი