84 წლის ქალი მარტო ცხოვრობს ქალაქში, სადაც მეეზოვეც არის და ქალაქის მერიც

იცით თუ არა...

5 თებერვალი 15:00, 2018 წელი

ამერიკაში, ნებრასკას შტატში მდებარეობს პატარა ქალაქი მონოვი. იქ მხოლოდ ერთი ქუჩაა და რამდენიმე სახლი დგას. მონოვი მსოფლიოში ყველაზე პატარა დასახლებული პუნქტია - მისი ერთადერთი მცხოვრები ელსი ეილერია, რომელიც ამ ქალაქის მეეზოვეც არის და ქალაქის მერიც.

2012 წლამდე ამერიკის ყველაზე პატარა დასახლებული პუნქტის ტიტულს ვაიომინგის შტატში მდებარე ქალაქი ბუფორდი ფლობდა, მაგრამ მოგვიანებით აუქციონზე მილიონ დოლარად გაიყიდა და ტიტულის მფლობელი მონოვი გახდა.

2004 წელს გარდაიცვალა მონოვის მეორე მცხოვრები - ელსის ქმარი რუდი ეილერი. ცოლ-ქმარს პატარა, ოჯახური ბარი ჰქონდა გახსნილი, რომელსაც, მშობლიური ქალაქის პატივსაცემად, მონოვი დაარქვეს.
ელსი ხუმრობს, რომ რუდის გარდაცვალების შემდეგ, ქალაქმა მოსახლეობის ნახევარი დაკარგა.
დაქვრივებულმა ქალმა მეზობელ ქალაქში მცხოვრებ შვილებთან საცხოვრებლად გადასვლას იმ ადგილზე დარჩენა არჩია, რომელიც ქმართან გატარებულ ახალგაზრდობის წლებს ახსენებდა. მან ქმრის სახელობის ბიბლიოთეკა გახსნა, სადაც რუდის წიგნებისა და ჟურნალების კოლექცია გამოფინა, რომელიც 5000 ეგზემპლარისგან შედგება.

მონოვიში ყოველწლიურად ტარდება მერის არჩევნები. რა თქმა უნდა, არჩევნებს ამომრჩეველიც, კანდიდატიც და გამარჯვებულიც ერთი ჰყავს და ის ელსი ეილერია.
არჩევნებს ელსი საკუთარი სიამოვნებისთვის კი არა, კანონის მოთხოვნით ატარებს, რადგან ქალაქი შტატის ფარგლებში ოფიციალურად არსებობს და მოვალეა, ადგილობრივი ხელისუფლება ჰყავდეს.  

ქუჩის განათებისთვის ყოველწლიურად 500 დოლარია საჭირო, ამიტომ ელსი, პერიოდულად, მოსახლეობიდან, ანუ საკუთარი თავიდან გადასახადებს კრეფს. ასევე, საკუთარ თავს ნებართვებს უწერს ალკოჰოლისა და თამბაქოს გაყიდვაზე.

მათთვის, ვისაც აშშ-ის ყველაზე პატარა ქალაქში დასახლება მოუნდება, ელსი მონოვის უძრავი ქონების აღრიცხვას აწარმოებს. ტელევიზიაში გასული სიუჟეტების წყალობით, მონოვის, მგზავრებისა და მეზობელ ქალაქებში მცხოვრებთა გარდა, ჟურნალისტები და ტურისტებიც ხშირად სტუმრობენ. ელსის ბარში მათ განსაკუთრებით ცივი ლუდი და გემრიელი კერძები მოსწონთ.

აღსანიშნავია, რომ 1930 წელს მონოვიში 150 ადამიანი ცხოვრობდა.
დროთა განმავლობაში ფერმერები, პირობების გაუარესების გამო, მეზობელ ქალაქებში გადასახლდნენ. 1960 წელს ადგილობრივ სასაფლაოზე უკანასკნელი მიცვალებული - ელსის მამა დაკრძალეს. მოგვიანებით დაიკეტა ფოსტა, სკოლა და ყველა წვრილი საწარმო.

1970-იან წლებში ქალაქი ეილერების შვილებმაც დატოვეს და სამუშაოს საძებნელად მეზობელ ქალაქებში გადასახლდნენ, მაგრამ ელსი და რუდი თავიანთ ბარში ჰამბურგერებისა და ჰოთ-დოგების კეთებას აგრძელებდნენ.

84 წლის მოხუცის თქმით, მარტოობა არ აშინებს, რადგან მეგობრები ხშირად სტუმრობენ, პროდუქტები ჩამოაქვთ და ქალაქის მოვლაში ეხმარებიან. ელსის მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ სიცოცხლის ბოლომდე მონოვიში დარჩება, რადგან თავს ბედნიერად მხოლოდ ამ პატარა, მოგონებებით დახუნძლულ ქალაქში გრძნობს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?