ფრინველის სკინტლით გამდიდრებული კუნძულის სევდიანი ამბავი

იცით თუ არა...

7 თებერვალი 15:00, 2018 წელი

20 საუკუნის 60-80-იან წლებში ამ კუნძულოვანმა სახელმწიფომ, რომლის ფართობი მაშინ 24 კვ.კმ-ს შეადგენდა, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლით -  13 ათასი აშშ დოლარით, მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნებს გაასწრო, თუმცა... 

ნაურუს რესპუბლიკა, რომელიც, ასევე, ცნობილია, როგორც „სიამოვნების კუნძული“, ჯუჯა კუნძული-რესპუბლიკა იმავე დასახელების მარჯნის კუნძულზე, წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში.

ნაურუელთა ძირითადი საქმიანობა მებაღეობა და თევზაობა იყო. მე-20 საუკუნის დასაწყისამდე მოსახლეობა თავს ბანანის, ანანასის, პაპაიასა და ქოქოსის მოყვანით ირჩენდა, თუმცა ყველაფერი შეიცვალა, როცა ნიადაგში ფოსფორიტების მარაგი აღმოაჩინეს, რაც არსებითად, ფრინველების გაქვავებულ სკინტლს წარმოადგენდა. 

1906 წლიდან ნაურუელთა ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. სასარგებლო მინერალების ხელში ჩასაგდებად, კუნძულის ტერიტორიაზე პრეტენზიას აცხადებდნენ გერმანია, ავსტრალია და იაპონია.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პატარა კუნძულს ერთდროულად სამი სახელმწიფო (ახალი ზელანდია, ავსტრალია და ინგლისი) მართავდა. ამ ქვეყნების მთავარი ამოცანა კუნძულიდან მაქსიმალურად მეტი ფოსფატის ამოღება იყო. აღსანიშნავია, რომ ფოსფორიტებს გამოიყენებენ მედიცინასა და ტექნიკაში, ასევე სასუქადაც.  

კუნძულოვანი სახელმწიფოს 20 კვ.კმ-ზე მეტი მაღაროების ქსელმა დაფარა და ტყეების დაახლოებით 90% განადგურდა, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. ცხადი იყო, რომ ნაურუს, რომელსაც მოგვიანებით „შეჭმული კუნძული“ უწოდეს, კატასტროფა ელოდა.



მიწის ექსპლუატაციის შედეგად, ნაურუელების შემოსავალი იზრდებოდა, თუმცა კუნძულზე ეკოლოგიური მდგომარეობა მკვეთრად უარესდებოდა. ნაურუელებს უკვე იმდენი შემოსავალი ჰქონდათ, რომ სტომატოლოგთან ვიზიტისთვის ავსტრალიაში დაფრინავდნენ და ავტომობილებს ყოველწლიურად იცვლიდნენ. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ ასე უსასრულოდ გაგრძელდებოდა, მაგრამ ერთ დღეს აღმოაჩინეს, რომ სასარგებლო მინერალები გამოილია, მაღაროებით ათხრილ და დამახინჯებულ კუნძულზე კი ტურიზმით შემოსავლების მიღება შეუძლებელი იყო.

მდიდრულ ცხოვრებას მიჩვეული ნაურუელები ძველებური შემოსავლებისა და უზრუნველი ცხოვრების მოთხოვნით მთავრობას დაუპირისპირდნენ. ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს გაჩენილმა ხანძარმა პრეზიდენტის სასახლე და კავშირგაბმულობის კვანძები მთლიანად გაანადგურა. კუნძული რამდენიმე თვით მთლიანად მოსწყდა ცივილიზებულ სამყაროს. თანდათან ნაურუს მიმართ ინვესტორთა ინტერესიც გაქრა.

მოსახლეობის უმეტესობამ კუნძული დატოვა და სამსახურის საძებნელად მეზობელ ქვეყნებს მიაშურა.
ერთ დროს უმდიდრესი კუნძულის მცხოვრებნი ამჟამად საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით და დარჩენილი ფრინველების სკინტლის გაყიდვით ირჩენენ თავს.

ნაურუელების სევდიანი ამბავი ადასტურებს, რომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე აგებულ ეკონომიკას, დადებითის გარდა, უარყოფითი მხარეებიც აქვს, რადგან, ადრე თუ გვიან, ყველაზე უხვ საბადოსაც დაცარიელება ელის.

ამჟამად, კუნძულზე განადგურებული ხე-ტყის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს. ნაურუელებმა მშვენივრად იციან, რომ ოდესმე ნერგი ხედ იქცევა და მასზე ფრინველი ბუდეს გაიკეთებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შორეულ მომავალში ნაურუელთა შთამომავლებმა შეიძლება, ფრინველის სკორეთი ისევ მილიონები იშოვონ...

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?