მსოფლიოში პირველი 6 ტყუპი - როგორ გამოიყურებიან გოგონები 35 წლის შემდეგ? (ვიდეო)

იცით თუ არა...

8 თებერვალი 15:00, 2018 წელი

1983 წლის 18 ნოემბერი ცოლ-ქმარ უოლტონებისა და მთელი მსოფლიოსთვის განსაკუთრებულ დღედ იქცა. ამ დღეს სამყაროს პირველად მოევლინა ექვსი ტყუპი და.

უოლტონები საკუთარი შვილების ყოლას ვერ ახერხებდნენ. ექიმები საიმედოს ვერაფერს ეუბნებოდნენ და ნელ-ნელა ცოლ-ქმარი იმაზე ფიქრს ეჩვეოდა, რომ საკუთარი შვილი არასოდეს ეყოლებოდა.

თავიდან, როცა გაირკვა, რომ ჟანეტი დაფეხმძიმდა, ცოლ-ქმარს დაჯერება გაუჭირდა. მომავალმა მამიკომ ერთწლიანი შვებულება აიღო, რათა ცოლს ბავშვის გაზრდაში დახმარებოდა, თუმცა ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ, ერთის ნაცვლად, ექვსი შვილის მამა გახდებოდა.

მრავალშვილიანი დედა, რომელიც უკვე ბებიაა, 35 წლის შემდეგ გოგოების გაჩენის დღეს ღიმილით იხსენებს. მისი მონაყოლიდან ირკვევა, რომ სამშობიაროს გზაზე მიმავალი ცოლ-ქმარი საშინელ საცობში მოყვა და კინაღამ სამშობიაროში დააგვიანა.

ტყუპების წონა კილოგრამს ოდნავ აღემატებოდა. მცირე წონის გამო გოგონებმა სიცოცხლის პირველი ექვსი კვირა ინტენსიური თერაპიის პალატაში გაატარეს.
ბავშვების სახლში წაყვანის შემდეგ ჟანეტისა და მისი ქმრისთვის ხანგრძლივი უძილო ღამეები დაიწყო...
ჟანეტი ამბობს, რომ ასეთ დატვირთვას მეუღლის დახმარების გარეშე ვერაფრით გაუმკლავდებოდა.

ცოლ-ქმარმა გამოთვალა, რომ გოგონების სიცოცხლის პირველივე წელს 11 000 პამპერსის შეძენა მოუწიათ.
ბავშვების გასეირნებისას ცოლი და ქმარი ორ-ორადგილიანი საბავშვო ეტლით მოძრაობდნენ და თითო-თითო პატარა ხელში ეკავათ. ალბათ, ამიტომ სტუმრის მოსვლა განსაკუთრებით უხაროდათ - მას შეეძლო ტყუპების მესამე წყვილი სასეირნოდ მესამე ეტლით წაეყვანა.

გოგონების დაბადებიდან ერთი წლის შემდეგ ჟანეტის ქმარი სამსახურს დაუბრუნდა და მხატვარ-დეკორატორის კარიერა გააგრძელა.
ორიოდე წლის შემდეგ ჟანეტმაც დაიწყო მუშაობა სამშობიარო სახლში. სწორედ იქ მოევლინა ქვეყანას ლეგენდარული ბებიის პირველი შვილიშვილი.
ახალშობილს აშკარად გაუმართლა. მას უზარმაზარი ოჯახი ჰყავს, მის გართობასა და გასეირნებაში ყველა ერთმანეთს ეცილება.
დანარჩენი გოგონები გათხოვებას არ ჩქარობენ.
იქნებ, ლეგენდარული დედის გმირობის გამეორების ეშინიათ?

წყარო
დღის ჰოროსკოპი

26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვენდი” მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს 24/7-ზე ემსახურება

„ვენდის” რესტორნების ქსელი სამთავრობო დადგენილების შესაბამისად რესტორნებში სტუმრებს ყოველდღიურად 22:00 საათამდე ემსახურება, თუმცა ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს დაგემოვნება ერთგულ მომხმარებელს მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით 24/7-ზე შეუძლიათ.
NEW

დიდი ფასდაკლება „გრანდ ელექტრონიქსში“ ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით

ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსის“ ამ კვირის პარასკევის აქციის პროდუქტები უკვე ცნობილია - 23 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით ფასდაკლება „გრანდ ელექტრონიქსში“ ზამთრის სეზონის დადგომას მიეძღვნება და გამათბობლებზე გავრცელდება.
თემატური ჰოროსკოპი

როგორ დამთავრდება 2020 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის?

2020 წელი საკმაოდ რთული გამოდგა, ამიტომ არც იქნება გასაკვრი, თუკი ბევრს უკვე გვაინტერესებს, ბოლოს და ბოლოს, როგორ დასრულდება ის. წაიკითხეთ ასტროლოგიური პროგოზი, თუ რა ელოდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ამ წლის ბოლო თვეებში.  
დღის ჰოროსკოპი

23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

როგორ გავთბეთ ზამთარში - „გრანდ ელექტრონიქსი“ გირჩევთ

ზამთარი გვიახლოვდება – რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს ფრაზა თქვენთვის, ერთი რამ ცხადია: ოქტომბრის ბოლოდან ჩვენი უმრავლესობა ნელ-ნელა ემზადება საზამთროდ: საბოლოოდ ინახავს ზაფხულის ტანსაცმელს და იმარაგებს ზამთრის სამოსს; ოქტომბრის ცივ საღამოებს ნებდება, თხელი პლედის ნაცვლად სქელ, ღუნღულა საბანზე გადადის და, რაც მთავარია, ყურადღებით არჩევს გამათბობელს.
იცით თუ არა...

როგორ შეაღწია საბჭოთა კავშირში ფრანგულმა სუნამომ?

ვისაც საბჭოთა ეპოქაში მოუწია ცხოვრება, კარგად ახსოვს, რას ნიშნავს დეფიციტი და იმპორტული საქონლის დახლქვეშ შეძენა. ერთ-ერთი ასეთი „დახლქვეშა სიამოვნება“ გახლდათ ფრანგული სუნამო Climat Lancome, რომლის ერთი წვეთის პკურება თავს დედოფლად გაგრძნობინებდათ...
დღის ჰოროსკოპი

22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფასდაკლებების სერია „გრანდ ელექტრონიქსისგან“, რომელიც არ უნდა გამოტოვო!

თუკი ტექნიკის შეძენას გეგმავდით, აუცილებლად მოინიშნეთ თარიღიც: 19-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსს“ თავისი მომხმარებლისათვის სასიამოვნო სიურპრიზი აქვს - „გრანდ ელექტრონიქსის“ საბურთალოს „სითი მოლის“ ფილიალში ოქტომბრის ბოლომდე ტექნიკაზე განსაკუთრებული ფასები დაგხვდებათ!
დღის ჰოროსკოპი

21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?