შვილების ჯანმრთელობისთვის დედამ თვალი ამოიღო

იცით თუ არა...

22 თებერვალი 15:00, 2018 წელი

21 კვირის ორსულმა შენიშნა, რომ მხედველობა ნელ-ნელა უუარესდებოდა. ქალს ოკულარული მელანომა დაუდგინდა... დაყოვნება აღარ შეიძლებოდა, არსებობდა საფრთხე, რომ სიმსივნის მეტასტაზებს პლაცენტაში შეეღწია და მუცლად მყოფი პატარები მოეკლა.

ამერიკელ ცოლ-ქმარს ჯესიკა და მარკ ბოსმილერებს ყოველთვის ბევრი შვილის ყოლა სურდათ, მაგრამ ორი შვილის გაჩენის შემდეგ, ჯესიკა დაორსულებას ვეღარ ახერხებდა. საბოლოოდ, ცოლ-ქმარმა ხელოვნური განაყოფიერების მეთოდს მიმართა. მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ექოსკოპიაზე გაიგეს, რომ კიდევ ორი შვილის მშობლები უნდა გამხდარიყვნენ.

მალე ჯესიკამ შენიშნა, რომ მისი მხედველობა ნელ-ნელა უარესდებოდა. ოფთალმოლოგთან ვიზიტისას გაირკვა, რომ ქალს მარჯვენა თვალის ბადურაზე სიმსივნე ჰქონდა. ჯესიკას ოკულარული მელანომა დაუდგინდა.
ოკულისტმა ბოსმილერებს თვალის ენუკლეაცია (თვალის კაკლის ამოღება) ან სხივური თერაპიის გავლა შესთავაზა. ეს უკანასკნელი ხანგრძლივი პროცესია, რაც 21 კვირის ორსულობის პირობებში, უდიდეს რისკთან იყო დაკავშირებული. დაყოვნება არ შეიძლებოდა, რადგან ადვილი შესაძლებელი იყო, სიმსივნის მეტასტაზებს პლაცენტაში შეეღწია და მუცლად მყოფი პატარები მოეკლა.

ჯესიკამ გადაწყვიტა, რომ თვალის ამოღება შვილების გადარჩენის ყველაზე საიმედო გზა იყო და ექიმებს ოპერაციის გაკეთება სთხოვა.

35 კვირის ორსული ქალის ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა. პირველი, რაც ნარკოზიდან გამოსულმა ჯესიკამ იკითხა, შვილების მდგომარეობა იყო. ექიმმა ქალი დაამშვიდა, რომ პატარების სიცოცხლეს არაფერი ემუქრებოდა. ორი კვირის განმავლობაში ჯესიკა მარჯვენა თვალის მიდამოებში ძლიერ ტკივილს უჩიოდა. დიდი ხნის შემდეგ, როცა ჯესიკამ სარკეში ჩახედვა გაბედა, თვალის ადგილზე სპეციალური ლინზა დაინახა, სადაც მომავალში, თვალის პროთეზი ჩაიდგმებოდა.
ბოსმილერების შვიდი და ცხრა წლის შვილებს აუხსნეს, რომ დედა რაღაც დროის მანძილზე „მეკობრეობანას“ ითამაშებდა...

თვალის დაკარგვიდან ერთი თვის შემდეგ ჯესიკამ ორი ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა. ბიჭუნას მეისონი დაარქვეს, გოგონას - პაიპერი. ოდესმე ისინი გაიგებენ, რომ დედა უდიდესი არჩევანის წინაშე დადგა, მაგრამ წამით არ უყოყმანია და შვილების ჯანმრთელობისთვის თვალს შეელია.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30  ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

პანდემიის ტრენდული ტექნიკა - რა მოწყობილობას ყიდულობდნენ ყველაზე ხშირად კარანტინის დროს

2020-მა წელმა კომპანიებისთვისა და მომხმარებლებისთვის უამრავი რამ შეცვალა. საგრძნობლად შეიცვალა ჩვენი ქცევები - ის, თუ რას ვყიდულობთ და ზოგადად, როგორ ვგეგმავთ საყიდლებზე სიარულს.
დღის ჰოროსკოპი

29 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

რატომ გახდა ელექტროსკუტერი მთელს მსოფლიოში ასეთი პოპულარული?

დღეს ტექნოლოგიები უკვე იმ დონემდე განვითარდა, რომ ყველაფერი, რაც ადამიანს გადაადგილებისთვის სჭირდება, ერთ პატარა აპარატშია ჩატეული, რომლის წონაც სულ რამოდენიმე კილოგრამია და 7800 ამპ/სთ ტევადობის, პატარა აკუმულატორით თამამად გაივლით რამდენიმე ათეულ კილომეტრს.
დღის ჰოროსკოპი

26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვენდი” მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს 24/7-ზე ემსახურება

„ვენდის” რესტორნების ქსელი სამთავრობო დადგენილების შესაბამისად რესტორნებში სტუმრებს ყოველდღიურად 22:00 საათამდე ემსახურება, თუმცა ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს დაგემოვნება ერთგულ მომხმარებელს მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით 24/7-ზე შეუძლიათ.
NEW

დიდი ფასდაკლება „გრანდ ელექტრონიქსში“ ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით

ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსის“ ამ კვირის პარასკევის აქციის პროდუქტები უკვე ცნობილია - 23 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით ფასდაკლება „გრანდ ელექტრონიქსში“ ზამთრის სეზონის დადგომას მიეძღვნება და გამათბობლებზე გავრცელდება.
თემატური ჰოროსკოპი

როგორ დამთავრდება 2020 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის?

2020 წელი საკმაოდ რთული გამოდგა, ამიტომ არც იქნება გასაკვრი, თუკი ბევრს უკვე გვაინტერესებს, ბოლოს და ბოლოს, როგორ დასრულდება ის. წაიკითხეთ ასტროლოგიური პროგოზი, თუ რა ელოდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ამ წლის ბოლო თვეებში.