ახალი კვლევის თანახმად, ასაკოვანმა ხალხმა ჯისის შარვლის ჩაცმაზე უარი უნდა თქვას, - იუწყება WFLA-TV.
კვლევამ აჩვენა, რომ 53 წელს გადაცილებული ადამიანი შოპინგის დროს ზედმეტ სტრესს იღებს და, თურმე, 6% ტირილამდეც კი მიდის.
იდეალური ჯინსის შარვლის მოძებნა კი იმდენად რთულია, რომ ამაზე, მკვლევარების გამოთვლით, ადამიანი საშუალოდ 8 დღეს ხარჯავს - ანუ, 8 სტრესული დღე!
და როცა სასურველ მოდელს მივაგნებთ, რაც არ უნდა ძვირი იყოს, მის შეძენაზე უარის თქმა უკვე აღარ შგვიძლია! ეს კიდევ ერთი მიზეზია სტრესისთვის...
სხვათა შორის, ამავე კვლევაში ნათქვამია, რომ გამოკითხული ადამიანების 40%-ს ასე სიმწრით შეძენილი ჯინსის შარვალი 2-3-ჯერ თუ ჩაუცვამს. უბრალოდ, კარადაში უდევს და რატომ, თვითონაც არ იცის.