თავისი ოთხი შვილისთვის წაყენებული პირობების თანახმად, თუ რომელიმე მათგანი სიგარეტის მოწევაში ან ალკოჰოლური სასმელის მიღებაში იქნება შენიშნული, მემკვიდრეობას დაკარგავს. „თუ სიგარეტის მოწევა სურთ, მოწიონ, მაგრამ მემკვიდრეობაზე პრეტენზია ნუ ექნებათ“, - განაცხადა ქველმოქმედმა.
ბანატაინმა უკვე ჩამოართვა მემკვიდრეობის უფლება თავის ერთ-ერთ ქალიშვილს, რომელსაც სიგარეტის მოწევის დროს შეუსწრო. მილიარდერს მიაჩნია, რომ ოჯახის თითოეული წევრი მორალური ნორმებისა და პრინციპების დამცველი უნდა იყოს და ამ გზიდან გადახვევა ღალატია.