ეს პატარები მშობლებმა მიატოვეს. ნახეთ, როგორები არიან ისინი 14 წლის შემდეგ

იცით თუ არა...

5 მარტი 15:00, 2018 წელი

ტყუპი დები - მეისი, მაკენზი და მედლინი ქვეყანას კალიფორნიის ერთ-ერთ სამშობიაროში მოევლინნენ. სამი გოგონადან ორი - მეისი და მაკენზი სიამის ტყუპია. მსგავსი რამ 200 000 შემთხვევაში ერთხელ ხდება. გოგონებს ნარკომანი მშობლები ჰყავდათ, რომლებიც მიხვდნენ, რომ ასეთი პრობლემების მქონე ბავშვების გაზრდა გაუჭირდებოდათ და პატარები სამშობიაროში მიატოვეს. 

გოგონები ბედმა არ გაწირა.

ჯეფ და დარლა ჰარისონებს სამი ვაჟი ჰყავდათ, მაგრამ დარწმუნებულები იყვნენ, რომ კიდევ სამი შვილის გაზრდას შეძლებდნენ. მეისი, მაკენზი და მედლინი იშვილეს და თავისთან წაიყვანეს.

გოგონები აიოვას შტატში, ფერმერის დიდ ოჯახში იზრდებოდნენ.
2003 წელს, როცა ბავშვები 9 თვის გახდნენ, ჰარისონებმა გადაწყვიტეს, რომ სიამის ტყუპების დაშორების დრო დადგა.
24-საათიანი წარმატებული ოპერაციის შემდეგ მეისი და მაკენზი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ადამიანები გაახდნენ, თუმცა - თითო ფეხით... სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ არსებობდა. თანაც, ქირურგებმა  მშვენივრად იცოდნენ, რომ თანამედროვე პროთეზირების პირობებში, გოგონები მალე შეძლებდნენ ყავარჯნების გარეშე გადაადგილებას.

ოპერაციიდან ორი წლის შემდეგ გოგონებს ჰარისონების გვარი ოფიციალურად მიენიჭათ. ისინი ბედნიერ და სიყვარულით სავსე ოჯახში იზრდებიან, რომელმაც ბავშვების ბედნიერი მომავლისთვის ძალა არ დაიშურა.

„ჰარისონების მონდომებისა დაა მიზანდასახულობის წყალობით, ტყუპები თავს მშვენივრად გრძნობენ“, - ამბობს ლოს-ანჯელესის საავადმყოფოს ბავშვთა ქირურგი, რომელმაც სიამის ტყუპების დაცილების ოპერაცია ჩაატარა.

„არ ვიცოდით, მომავალში რა გველოდა, მაგრამ დარწმუნებით ვიცოდით, რომ ბავშვებს სჭირდებოდათ ადამიანები, ვისაც ისინი ეყვარებოდა და მათზე იზრუნებდა. ტყუპები პირველი დანახვისთანავე შეგვიყვარდა. ჩვენი ბიჭები კი სიხარულისგან ხტოდნენ, როცა გაიგეს, რომ დაიკოები ეყოლებოდათ“, - ამბობს დარლა ჰარისონი.

ამჟამად გოგოები 14 წლისები არიან და სიცოცხლით, ენერგიითა და ოცნებებით სავსე ცხოვრება აქვთ.

წყარო
ურთიერთობა

ცნობილი „პენსიონერები“ და მათი მეორე ნახევრები

რამდენიმე მაგალითი კიდევ ერთხელ იმის დასტურად, რომ სიყვარულმა არ იცის ასაკის საზღვრები, ისევე როგორც - კანის ფერი, რელიგია და კიდევ ბევრი სხვა მსაზღვრელი.
დღის ჰოროსკოპი

26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 იანვრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

პროფესორის ანეკდოტში ჩატეული ცხოვრება

ერთხელ ერთმა პროფესორმა სტუდენტებთან ლექცია ანეკდოტის მოყოლით დაიწყო - ცხოვრებისეული და ძალიან გონებამახვილური ანეკდოტით, რაზეც მთელმა აუდიტორიამ გულიანად იცინა...
საკნატუნო ამბები

რას ხედავთ ამ ფოტოზე?

აბა, ყურადღებით დააკვირდით... 
დღის ჰოროსკოპი

24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 იანვარს  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

გუგლის ახალი ყურსასმენი სინქრონულად თარგმნის 40 ენიდან! (Video)

კომპანიის ჩანაფიქრით, Pixel Buds 2, ერთი მხრივ, ლამაზი უნდა ყოფილიყო, მეორე მხრივ - მოხერხებული, მესამე მხრივ - ფუნქციონალური. და, როგორც ჩანს, გამოუვიდათ.  
დღის ჰოროსკოპი

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვარისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

საქართველოს ახალი მილიონერი ჰყავს! 

გათამაშდა 1 მილიონ 182 454 ლარი! იძებნება მოგებული!!!
იცით თუ არა...

როგორ ეძებდა სტივ ჯობსი სამსახურს - CV, რომელიც შეავსო Apple-ის დაარსებამდე 3 წლით ადრე

ყველას გვიწევს, რაღაცით დავიწყოთ... 1973 წელს ეს ლეგენდარული ადამიანი სამსახურს ეძებდა. იმ დროს უკვე მიტოვებული ჰქონდა სწავლა ორეგონ რიდის კოლეჯში. თუმცა ჯერ 3 წელი იყო იმ დრომდე, სანამ ჯობსი კომპიუტერულ ინდუსტრიას შეცვლიდა. 
დღის ჰოროსკოპი

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?