დააზღვიე და მოკალი - „შავი ქვრივი“ და მისი სისხლიანი ბიზნესი

იცით თუ არა...

9 მარტი 22:00, 2018 წელი

მსოფლიო კრიმინალისტიკის ისტორიას უამრავი საზარელი დანაშაული ახსოვს, თუმცა ეს ქალი თავისი ცინიზმითა და სისასტიკით გამორჩეულია... 

ნორვეგიელმა ქალმა ბელ სორანსენ ჰანსენმა 40-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის საკუთარი შვილები, ქმრები და საყვარლები დახოცა და ამისთვის სადაზღვევო კომპანიებისგან სოლიდური თანხა მიიღო.

ყველაფერი 1881 წელს დაიწყო, როცა ბელი ნორვეგიიდან საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა და მედს სორანსენზე დაქორწინდა.


წყვილს ოთხი მშვენიერი შვილი შეეძინა. შესაძლოა, ბელი მთელი ცხოვრება სანიმუშო დედა და მეუღლე ყოფილიყო, რომ არა შემთხვევა, რომელმაც პირველი მკვლელობისკენ უბიძგა...

შემოდგომის წვიმიან დღეს სორანსენების საკონდიტრო მაღაზია, რომელიც ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო, ხანძარმა გაანადგურა და სადაზღვევო კომპანია იძულებული გახდა, ოჯახისთვის სოლიდური თანხა გადაეხადა. ამ შემთხვევის შემდეგ, ქალმა სადაზღვევო კომპანიების ხარჯზე გამდიდრების საშინელი ბიზნესგეგმა დასახა.


„მზრუნველმა დედამ“ თავისი ოთხი შვილიდან ორი დააზღვია და ორივე ბავშვი კოლიტით გარდაიცვალა. ზოგიერთი ექიმის აზრით, სიმპტომები მოწამვლაზე უფრო მიანიშნებდა, მაგრამ გარდაცვალების ცნობაში მაინც კოლიტი ჩაიწერა. მწუხარებისგან განადგურებულმა მშობლებმა სადაზღვევო კომპანიებისგან ამჯერადაც დიდი ფული მიიღეს.

ბავშვების სიკვდილიდან რამდენიმე წლის შემდეგ ბელის ქმარი დაუდგენელ ვითარებაში გარდაიცვალა. უცნაურია, მაგრამ სიკვდილამდე ერთი თვით ადრე მან სიცოცხლის დაზღვევა გადაწყვიტა. ექიმი, რომელმაც გარდაცვალების ცნობა გასცა, განაცხადა, რომ სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა იყო, თუმცა მეორე ექიმი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ მამაკაცი სტრიქნინით იყო მოწამლული. ბელის მცდელობით, გვამის გაკვეთა და ექსპერტიზა არც ამ შემთხვევაში ჩატარებულა. საბოლოოდ, „დამწუხრებულმა ქვრივმა“ სადაზღვევო კომპანიისგან 8000 დოლარზე მეტი მიიღო, რაც დღევანდელი კურსით, 250 000 დოლარია.

ქმარ-შვილის მკვლელობით გამდიდრებულმა ქვრივმა მეზობელ შტატში ფერმა იყიდა და ცოცხლად დარჩენილ შვილებთან ერთად გადავიდა, თუმცა ამით სადაზღვევო მაქინაციები არ დასრულებულა...
 
1902 წელს ბელი მეორედ გათხოვდა. ქორწინებიდან 12 დღის შემდეგ მისი მეორე ქმრის უმცროსი ქალიშვილი გარდაიცვალა. მალე შვილს მამა მიჰყვა და „შავი ქვრივის“ ყულაბა კიდევ რამდენიმე ათასი დოლარით შეივსო. მალე ბელმა, ფულიანი მამაკაცების გაცნობის მიზნით, გაზეთებში განცხადებების გამოქვეყნება დაიწყო და უამრავი თაყვანისმცემელი გაიჩინა, თუმცა ვინც „შავი ქვრივის“ ფერმაში ერთხელ მაინც მოხვდა, სახლში აღარასოდეს დაბრუნებულა.

1908 წელს, ღამით, ბელის ფერმა ცეცხლის ალში გაეხვია. ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ, მეხანძრეებმა სამი ბავშვისა და გუვერნანტი ქალის გვამი აღმოაჩინეს. ბელი კი უკვალოდ გუჩინარდა.
ამბობენ, რომ ქალი 1931 წელს მისისიპის შტატში დაინახეს, თუმცა ოფიციალური მონაცემებით, ბელ სორანსენ ჰანესი ფერმაში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა.


 

წყარო
საკნატუნო ამბები

დაუცველი სექსი სასარგებლოა? - მეცნიერების ახალი კვლევა

დაუცველი სექსი ორივე პარტნიორის ფსიქიკას იცავს, ხოლო სექსი პრეზერვატივით სტრესსა და დეპრესიას იწვევს, - ამტკიცებენ მეცნიერები. თქვენც დაგაფიქრათ, მეცნიერების ნათქვამმა? ერთად გავერკვეთ, რისი თქმა სურთ ჩვენს კეთილისმსურველებს.
დღის ჰოროსკოპი

17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 აგვისტოს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

Sunset Fest Bakhmaro - 19 აგვისტოს ბახმაროში თანამედროვე მუსიკის ფესტივალი და დიდი მხიარულება გელოდებათ

Sunset Fest  Bakhmaro 2019-ის მზადება აქტიურ ფაზაშია. ზღვის დონიდან 2050 მეტრზე, დაბა ბახმაროში, 19 აგვისტოს ბევრი სიურპრიზი და დიდი მხიარულება გელით.
კინო

გასაოცარი შარლიზ ტერონის 20 ფილმი

შარლიზ ტერონი არა მხოლოდ ლამაზი ქერაა, არამედ ეფექტიანი მსახიობიც, ფართო დრამატული დიაპაზონით. მას ერთნაირად ძლიერად შეუძლია ითამაშოს როგორც „საოსკარე“ დრამაში, ისე ბლოკბასტერსა და კომედიაში.
დღის ჰოროსკოპი

16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

სტაფილოს სალათი აღმოსავლურად

ამ რეცეპტით მომზადებულ სალათს ძალიან გამოკვეთილი და მდიდარი გემო აქვს. ოღონდ სუფრასთან მიტანამდე 2-3 საათი უნდა გააჩეროთ.
საკნატუნო ამბები

სექსუალური მილიონერის ახალი ცეკვა - ჯანლუკა ვაკი კვლავ ფორმაშია! (ვიდეო)

ექსტრავაგანტურმა მილიონერმა და მუსიკალურმა შემსრულებელმა ჯანლუკა ვაკიმ სოციალური ქსელი მორიგი ცხელი ვიდეოთი დაიპყრო.
დღის ჰოროსკოპი

15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 ფილმი, რომელთა ყურებისას აუცილებლად „დაგცხებათ“

წელს უჩვეულოდ გრილი ზაფხული დაგვიდგა - ან წვიმს, ან ქარია და ლამისაა ჩამოთოვოს კიდეც... ჰოდა, ეს ფილმები ნამდვილად გაგრძნობინებთ პაპანაქებას - სულშიც კი! 
საკნატუნო ამბები

სექსუალური სერფერი დები ინსტაგრამზე ნამდვილ ცეცხლს ანთებენ (10 ფოტო)

რაც არ უნდა ვთქვათ, სერფინგი, უდავოდ, სპორტის ყველაზე სექსუალური სახეობაა. ალბათ, ამიტომ აირჩიეს ავსტრალიელმა დებმა ელი-ჯინმა და ჰოლი-დეიზი კოფებმა სერფინგი. 
დღის ჰოროსკოპი

14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

მთა, სუფთა ჰაერი, დოღი და თანამედროვე მუსიკის ფესტივალი - რა ელოდება ბახმაროში 19 აგვისტოს ასულ სტუმრებს

19 აგვისტოს, დაბა ბახმაროში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე, ასულ სტუმრებს დიდი დღესასწაული ელით!