„დაწყევლილი საათი“ 24 მილიონად - რა დაემართათ მის მფლობელებს?

იცით თუ არა...

11 მარტი 15:00, 2018 წელი

ყატარის შეიხი, 48 წლის საუდ ბინ მუჰამედ ალ ტანი 2014 წლის 15 ნოემბერს ლონდონის რეზიდენციაში გარდაცვლილი ნახეს. სიკვდილის გარემოებები საკმაოდ ბუნდოვანი იყო...

გარდაცვალების ცნობაში საუბარი იყო გულის დაავადების გართულებაზე, თუმცა ბრიტანული გაზეთები სრულიად სხვა ვერსიაზე ალაპარაკდნენ.
ამ ვერსიის თანახმად, შეიხი „დაწყევლილმა საათმა“ შეიწირა. თითქოს უბედურების მოახლოებას გრძნობდა, ალ ტანმა საათის მოცილება სცადა და Sotheby's აუქციონზე გაიტანა, თუმცა ვერ მოასწრო - აუქციონი შეიხის სიკვდილიდან ორი დღის შემდეგ შედგა.
 
შვეიცარიელი ოსტატის მიერ დამზადებული საბედისწერო საათი შეიხმა გარდაცვალებამდე 15 წლით ადრე 11 მილიონ დოლარად შეიძინა. საათს „Henry Graves Supercomplication“ ერქვა და როგორც ამბობდნენ, თავისი მფლობელისთვის უბედურება მოჰქონდა.


საათის შექმნის ისტორია წინა საუკუნის 30-იან წლებში, იმ დროის უმდიდრესი ადამიანების, ამერიკელი ავტომაგნატის უორდ პაკარდისა და ბანკირ ჰენრი გრეივსის მეგობრობის დროიდან იწყება.
ეს ადამიანები ხელოვნების ნიმუშებისა და ძვირფასი საათების კოლექციის შექმნით იყვნენ გატაცებული. ორივე დაინტერესებული იყო შვეიცარიული საათების ფირმა Patek Philippe-ის პროდუქციით და ერთმანეთს საუკეთესო ნივთების შეძენაში ეჯიბრებოდნენ.

გრეივსი მეგობარს დაენაძლევა, რომ მსოფლიოში საუკეთესო საათის მფლობელი გახდებოდა და 1925 წელს Patek Philippe-ს უნიკალური საათი შეუკვეთა.
კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ლამაზი და ძვირფასი საათის ესკიზის შექმნას სამი წელი დაჭირდა. კიდევ ხუთი - უნიკალური მექანიზმის გამოგონებას.
18-კარატიანი ვარდისფერი ოქროს ჯიბის საათს ვესტმინსტერის ცნობილი საათის ციფერბლატი ჰქონდა. აღჭურვილი იყო მარადიული კალენდრით, მთვარის ფაზებით, ასტრონომიული დროით, ღამის ნიუ-იორკის ცის ხედებით და ა.შ.

საათს თავისი პირველი მფლობელის სახელი უწოდეს.
The Henry Graves Supercomplication 920 დეტალისგან შედგებოდა და 70 ძვირფასი ქვა ამშვენებდა. ნაკეთობა 535 გრამს იწონიდა. საათს მეორე სახელი - „წმინდა გრაალი“ შვეიცარიელმა მესაათეებმა შეარქვეს.

1933 წელს ბანკირმა, ბოლოს და ბოლოს, შეძლო საათის სახელოსნოდან სახლში წაღება და იმ დროისთვის უზარმაზარი თანხა - 15 000 დოლარი გადაიხადა.
ამ დღიდან გრეივსის ცხოვრებაში უბედურებათა წყება დაიწყო. რამდენიმე თვეში მისი საუკეთესო მეგობარი გარდაიცვალა. 1934 წელს კი შვილი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მანამდე 12 წლით ადრე გარდაიცვალა გრეივსის 25 წლის შვილი.

მეორე შვილის სიკვდილის შემდეგ ბანკირმა ახლობლებს უთხრა, რომ მისი საათი დაწყევლილია და მისი თავიდან მოცილება უნდა, თუმცა ქალიშვილმა სთხოვა, ეს არ გაეკეთებინა. გვენდოლენს საათი ძალიან მოსწონდა, ამიტომ მამისგან მოძულებული ნივთი თავისთვის დაიტოვა.

მოგვიანებით საათი გვენდოლენისგან მემკვიდრეობით მის ვაჟს - ცნობილ კოლექციონერს რეჯინალდ ფულერტონს გადაეცა. რა თქმა უნდა, მისი კოლექციის მთავარი მშვენება „წმინდა გრაალი“ იყო.
ბაბუის მსგავსად, ფულერტონიც დარწმუნებული იყო, რომ საათი დაწყევლილი იყო და მფლობელისთვის უბედურება მოჰქონდა, ამიტომ მისი სახლიდან გატანა გადაწყვიტა.
საბედისწერო საათი, მუდმივი ექსპოზიციის სახით, ჩიკაგოს მუზეუმს გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ ფულერტონს თავისი კოლექციის სხვა საათები პუბლიკისთვის არასოდეს უჩვენებია.

კოლექციონერის გარდაცვალების შემდეგ The Henry Graves Supercomplication, ანდერძის თანახმად, სოტბის აუქციონზე 11 მილიონ დოლარად გაიყიდა. მყიდველმა ანონიმურად დარჩენა ისურვა.

2014 წელს ყატარის შეიხის საუდ ბინ მუჰამედ ალ ტანის სიკვდილამდე საათის მფლობელის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. სავარაუდოდ, შეიხმა წინა მფლობელების მსგავსად, უბედურების მოახლოება იგრძნო და საათი აუქციონზე გასაყიდად გაიტანა. შეიხის საიდუმლოებით მოცული გარდაცვალებიდან ორი დღის შემდეგ უნიკალური საათი 24 მილიონ დოლარად გაიყიდა.


 
„დაწყევლილი საათის“ ახალი მფლობელი Christie’s საათების საერთაშორისო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი აურელ ბაქსი აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ ამ ადამიანს საათების უძვირფასესი კოლექცია აქვს, ის თავის სფეროში მაღალანაზღაურებადი კონსულტანტია, ამიტომ ვარაუდობენ, რომ მან საათი რომელიღაც მდიდარი კლიენტისთვის შეიძინა, რომელსაც ანონიმურად დარჩენა სურს.
გაზეთებში იმასაც კი ვარაუდობენ, რომ საათი Patek Philippe ბრენდის მფლობელმა შტერნების ოჯახმა შეიძინა, რომელიც დიდი ხანია, ხელოვნების ნიმუშის თავის მუზეუმში განთავსებაზე ოცნებობდა.

შესაძლოა, საათის ახალი მფლობელი ფიქრობს, რომ, თუ საათი იმ ადგილზე დაბრუნდება, სადაც შეიქმნა, თავის ჯადოსნურ თვისებებს დაკარგავს. შესაძლოა, პირიქით, ფიქრობენ, რომ მისი მაგიური თვისებები ისედაც ცნობილი ფირმის მიმართ დამატებით ინტერესს გააჩენს... ვინ იცის?

წყარო
ამბები

ოზურგეთში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “ოზურგეთი პლაზა” გაიხსნა

დღეს ოზურგეთში ახალი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “ოზურგეთი პლაზა” გაიხსნა.
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

მოგიხდებათ თუ არა მოკლე ვარცხნილობა? - ამას წამში გაარკვევთ!

ზოგს ისე უხდება მოკლე თმა, შენც გიჩნდება სურვილი, სალონში გაიქცე და სასწრაფოდ შეიჭრა. მაგრამ, მოგიხდება? სწორედ ამას გაარკვევთ ქვემოთ მოცემული ტესტით, თანაც - 2-3 წამში. მოდით, ვსინჯოთ...
დღის ჰოროსკოპი

12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 დეკემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

როგორ მიდიან ქალები დასაძინებლად? (აქ თითოეული საკუთარ თავს ამოიცნობთ)

გვიანი საღამოა. ცოლ-ქმარი ტელევიზორთან ზის, შვილები თავიანთ ოთახში არიან. ქალი ამბობს: „უფ, გვიანია. ძალიან დავიღალე. წავალ დავიძინებ“. ტახტიდან დგება და...
საკნატუნო ამბები

„და აქ დამავიწყდა“ – 35 სიტუაცია, როცა შეიძლება, მამაკაცს ხანმოკლე ამნეზია დაემართოს

მეტიც - ასეთი სიტუაციები  შეიძლება „ეპილეფსიური შეტევის“ მიზეზიც გახდეს...
დღის ჰოროსკოპი

11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

გიორგი ბახტურიძე: „ევროპაბეთი“ ცდილობს დადებითი იმიჯი შეიქმნას

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სპეციალისტი გიორგი ბახტურიძე მიიჩნევს, რომ კონკრეტული კომპანიების მიერ დაწესებული თვითრეგულაცია შედეგს არ მოიტანს, თუკი სახელმწიფო არ დააწესებს რეგულაციებს.
ამბები

ცხოვრების ხელოვნება სხვადასხვა რაკურსით - თბილისი საერთაშორისო ინტელექტუალური ფორუმის მოლოდინში

რამდენიმე დღეში თბილისი საერთაშორისო ინტელექტუალურ ფორუმს, TEDx-ს უმასპინძლებს. TEDx თბილისში უკვე მეექვსედ ტარდება.
დღის ჰოროსკოპი

10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ტელეწამყვანი „ევროპაბეთის“ კამპანიას „პასუხისმგელიანი თამაში“ დადებითად აფასებს

ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე, როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, „ევროპაბეთის“ ახალ წამოწყებას დადებითად აფასებს და მიესალმება მსგავსი ტიპის წამოწყებებს, რომელიც ხელს უწყობს აზარტული თამაშების ნაკლებ პოპულარიზაციას.
საკნატუნო ამბები

სექსი და მეხსიერება

სექსი მეხსიერებას აუმჯობესებს - ეს, დიდი ხანია, დადასტურებულია ფსიქოლოგიური კვლევებითა თუ ექსპერიმენტებით, თუმცა აღმოჩნდა, რომ ასეთ კავშირს, ძირითადად, მამაკაცებში იკვლევდნენ, ქალებს კი აქამდე ნაკლებად სწყალობდნენ...