ვინ იყო ქართველი თავადი, რომელმაც რუსეთის მეფეთა საგანძური გადაარჩინა?

იცით თუ არა...

13 მარტი 20:00

პეტერბურგელები დღემდე მადლიერებით იხსენებენ ამ ქართველ თავადს, „ზამთრის სასახლის“ კომენდანტს, რომელმაც 1917 წელს, რევოლუციის დროს, სასახლეში არსებული რუსეთის მეფეთა დიდი საგანძური განადგურებას გადაარჩინა.

ივანე დიმიტრის ძე რატიშვილი (რატიევი) 1868 წლის 17 ივლისს ქალაქ ორიოლში დაიბადა.
მისი წინაპარი ვახტანგ VI-ს რუსეთში გაჰყვა და მისი გარდაცვალების შემდეგ, რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღო.

10 წლის ასაკში ივანე მშობლებმა ორიოლის კადეტთა კორპუსში შეიყვანეს.
22 წლის ასაკში სამხედრო სამსახური მეფის რუსეთის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწილში დაიწყო, რომელიც საქართველოში იყო განლაგებული.

1896 წელს რატიშვილი ერეკლე მეორის შვილთაშვილზე ეკატერინე ბაგრატიონზე დაქორწინდა და ორი შვილი - დიმიტრი და ოლღა შეეძინა.
1907 წელს მიღებული ტრავმის გამო ქართველი თავადი სამხედრო სამსახურს ჩამოსცილდა და სწავლა პარიზში, ნატიფი ხელოვნების აკადემიაში დაიწყო.
აკადემიის დამთავრების შემდეგ, განათლების სამინისტროს რეკომენდაციით, ის „ზამთრის სასახლის“ კომენდანტად დაინიშნა.

1917 წლის თებერვლის ბურჟუაზიული რევოლუციის დროს, ივანე რატიშვილის გამბედაობისა და თავდადების შედეგად, ზამთრის სასახლის განძეული განადგურებას გადაურჩა.

1917 წლის 25 ოქტომბრის ღამეს, როდესაც დროებითმა მთავრობამ ზამთრის სასახლეს შეაფარა თავი, საგანძური კვლავ საშიშროების წინაშე დადგა. საგანძურის გარდა, საფრთხე შეექმნა სასახლის მოედანზე არსებულ სამხედრო ჰოსპიტალში განთავსებულ ათასობით დაჭრილ ჯარისკაცს.

რატიშვილმა თავისი ვაჟის დიმიტრისა და რამდენიმე ჯარისკაცის დახმარებით, დაჭრილები ზამთრის სასახლის უფანჯრებო ოთახებში გადაიყვანა და მათი სიცოცხლე იხსნა.
ზამთრის სასახლის კომენდანტმა სარდაფის საცავებსა და სეიფებში ფასდაუდებელი საგანძური (მეფის კვერთხი 185-კარატიანი ბრილიანტით, იმპერატორის გვირგვინი და სკიპტრა, ოქროს, ფაიფურისა და სპილოს ძვლის ქანდაკებები და ა.შ.) გადამალა და გუშაგად თავისი 16 წლის ვაჟიშვილი და ორი ერთგული გრენადერი დაუყენა.

სანამ ქართველი თავადი რუსეთის საგანძურის გადასარჩენად იბრძოდა, ავაზაკებმა მისი სახლი გაძარცვეს და უძვირფასესი ბიბლიოთეკა გაიტაცეს. დაიკარგა ერეკლე II-ის სიგელები, უძველესი წიგნები...

1917 წლის 5 ნოემბერს „ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა უწყებებში“ გამოქვეყნდა წერილი, რომელსაც ხელს ვლადიმერ ულიანოვი (ლენინი) აწერდა: „25-26 ოქტომბრის ღამეს სახალხო საგანძურის თავგანწირული დაცვისთვის გულწრფელ მადლობას ვუხდი სასახლის სამმართველოს უფროსის თანაშემწეს, თავად რატიევს. მას, როგორც სასახლის ქონებისა და მხატვრულ-ისტორიული ფასეულობების ხელუხლებლობაზე პასუხისმგებელ პირს, მიენიჭოს ზამთრის სასახლისა და პეტროგრადის რაიონის ყველა სახელმწიფო სასახლისა და მუზეუმების მთავარი კომენდანტის უფლებამოსილებები“.

ივანე რატიშვილს, სახელმწიფო დამსახურებების გამო, პერსონალური პენსიონერის წოდება მიენიჭა. სიცოცხლის უკანასკნელი წლები მან სამშობლოში გაატარა და 1958 წელს, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

პირველად საქართველოში - მუნჯი კინოს ხერხით დადგმული სპექტაკლი

მოძრაობის თეატრში ახალი სეზონი 20 სექტემბერს ინოვაციური პრემიერით გაიხსნა. იოსებ ბაკურაძემ, მსახიობებთან ერთად, კიდევ ერთი განსხვავებული დადგმა წარმოგვიდგინა.
კინო

როგორ გამოიყურებიან ის ვარსკვლავები, რომლებიც 70-იანებში ბრწყინავდნენ?

დრო არავის და არაფერს ინდობს - მათ შორის, არც ცნობილ მსახიობებს, მაგრამ ერთია - შინაგან მომხიბვლელობას ვერაფერს აკლებს...
ამბები

21 წელი - მაგთიკომი საქართველოს უკეთესი მომავლისთვის

21 წელია: §  ვნერგავთ უახლეს ტექნოლოგიებს §  ვქმნით საკომუნიკაციო სერვისებს §  უზრუნველვყოფთ ხარისხიან კავშირს
ამბები

საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე - ველომარათონი სტარტს ვაკის პარკიდან აიღებს

22 სექტემბერს, 10:00 სთ-ზე, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ველომარათონს გამართავს.
ამბები

ოზურგეთში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი გაიხსნა

ოზურგეთში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობა გაიხსნა. წარმომადგენლობა დასავლეთ რეგიონის მასშტაბით იმუშავებს და გურიის სამივე მუნიციპალიტეტს მოიცავს.
დღის ჰოროსკოპი

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

დაიჯერებთ, რომ ამ „ხრუშოვკაში“ ერთ-ერთი ბინის პატრონმა სუპერსაცხოვრებელი მოაწყო?

ფოტორეპორტაჟი მათთვის, ვისაც პატარა ბინები გაქვთ. როგორც ჩანს, ყველაფერი შესაძლებელია...
ამბები

Accor ჯგუფი AXIS Towers-ში

Accor Group-ის Luxury და Premium კლასის ბრენდების ვიცე-პრეზიდენტი ოპერაციულ ნაწილში სენიორ აიდენ მაკოლეი თბილისში სპეციალურად AXIS Towers-ის Pullman-ის სასტუმროში მიმდინარე სამუშაოების გასაცნობად იმყოფებოდა.
საკნატუნო ამბები

ძილში ნერწყვი გადმოგდით პირიდან? თქვენ წარმოუდგენლად გაგიმართლათ და აი, რატომ...

აღმოჩნდა, რომ ეს ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რა მდგომარეობაში გაქვთ ჯანმრთელობა...
საკნატუნო ამბები

გაინტერესებთ, როგორი იქნება საწოლში? მაშინ დააკვირდით, როგორ ჭამს

დაივიწყეთ კაცის ცხვირის, ფეხისა და თითების გაზომვა! დაუდეთ საჭმელი, დააკვირდით და გამოიტანეთ დასკვნა.
დღის ჰოროსკოპი

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 სექტემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?