საბავშვო ბაღის შენობაზე ჩამოვარდნილი თვითმფრინავი და გასაიდუმლოებული ტრაგედიის დეტალები

იცით თუ არა...

14 მარტი 15:00, 2018 წელი

მეორე დღეს შენობის ადგილას უკვე სკვერი იყო მოწყობილი, თითქოს იქ საბავშვო ბაღი არასოდეს ყოფილა! ამ საშინელი შემთხვევის შესახებ საბჭოთა კავშირში მხოლოდ ერთეულებმა იცოდნენ. საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ედო და საბჭოთა მედიასაშუალებებში მის შესახებ ერთი სიტყვაც არ ეწერა.

1972 წლის 16 მაისს, 12 საათსა და 15 წუთზე, ქალაქ სვეტლოგორსკში, ხრაბროვოს აეროპორტიდან თვითმფრინავი Ан-26 აფრინდა, რომელსაც გამოცდილი პილოტი ვილორ გუტნიკი მართავდა. თვითმფრინავის მისია ამ დრომდე ზუსტად დადგენილი არაა. ვარაუდობენ, რომ მას ღრუბლიანობის ქვედა ზღვრის დადგენა ევალებოდა, რა დროსაც, საფრენი აპარატის ფრთა ხეს წამოედო და საბავშვო ბაღის შენობას დაეცა.

„ტრაგედია სადილობის დროს მოხდა. მე სახლში ვიყავი, რომელიც საბავშვო ბაღიდან ას მეტრში მდებარეობდა. იმან, რაც ადგილზე მისულებმა ვნახეთ, ზრდასრული, მრავლისმნახველი კაცები შეგვძრა. თვითმფრინავის ავზიდან საწვავი იღვრებოდა და ირგვლივ ყველაფერი ცეცხლის ალში იყო გახვეული“, - იხსენებს მილიციის ლეიტენანტი ლეონიდ ბალდიკოვი.

თვითმფრინავმა საბავშვო ბაღის შენობის მეორე სართული მთლიანად დაანგრია და იქ მყოფები ნანგრევებში დამარხა. თვითმფრინავის ავზიდან დაღვრილმა საწვავმა ბაღის შენობა უზარმაზარ ჩირაღდანს დაამსგავსა. სანამ საბავშვო ბაღის შენობას დაეცემოდა, საფრენმა აპარატმა სკოლიდან სახლისკენ მიმავალი ორი მეათეკლასელი გოგონა დააზარალა, თუმცა ექიმებმა მათი გადარჩენა შეძლეს.

„სკოლიდან სახლისკენ მივდიოდით. საბავშვო ბაღამდე რამდენიმე მეტრი იყო დარჩენილი, როცა გამაყრუებელი ხმა გავიგეთ და თავზე აალებული საავიაციო საწვავი დაგვესხა. მე და ჩემი კლასელი შიშისა და აუტანელი ტკივილისგან შოკში ჩავვარდით. ახლომახლო არავინ იყო, რომ დაგვხმარებოდა. უბრალოდ, შუა ქუჩაში ვიდექით და ცეცხლი გვეკიდა“, - იხსენებს ერთ-ერთი დაზარალებული ტატიანა ეჟოვა.

კატასტროფის ადგილზე სასწრაფოდ მოვიდნენ სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები, სამხედროები, მილიცია და უშიშროება. ეს უკანასკნელი იმისთვის, რომ ინფორმაციას არ გაეჟონა. ქალაქში საგანგებო ვითარება გამოცხადდა. ტელეფონები გაითიშა და ქალაქიდან გასასვლელები ჩაიკეტა.

ნანგრევებიდან ცხედრების ამოყვანის პროცესი შუაღამემდე გაგრძელდა. მეორე დილას, როცა მშობლები შვილების დაღუპვის ადგილზე მივიდნენ, თვალებს არ უჯერებდნენ. ბაღის ადგილზე სავალი ბილიკები და სკვერი იყო მოწყობილი. თითქოს იქ საბავშვო ბაღი არასოდეს ყოფილა!

24 ბავშვის დაკრძალვის დღეს, ტექნიკური სამუშაოების მომიზეზებით, ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა, თუმცა ცერემონიაზე 7000-ზე მეტი ადამიანი შეგროვდა.

რა თქმა უნდა, მოგვიანებით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და 40-მდე სამხედრო მაღალჩინოსანმა თანამდებობა დატოვა. ტრაგედიის მიზეზად სიმაღლის მზომის გაუმართაობა დასახელდა. მოწყობილობა უშუალოდ გაფრენის წინ Ил-14-იდან მოხსნეს და Ан-26-ზე დაამონტაჟეს, თუმცა არავის შეუმოწმებია, დანადგარი ახალ თვითმფრინავში როგორ იმუშავებდა.
მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ თვითმფრინავის რეალურ მდებარეობასა და სიმაღლის მზომის მონაცემებს შორის სხვაობა 60 მეტრს შეადგენდა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?