აფრიკის კონტინენტი შუაზე იყოფა?

იცით თუ არა...

20 მარტი 15:00, 2018 წელი

რამდენიმე წლის წინათ, ეთიოპიის უდაბნოებში ვულკანმა Erta Ale-მ გამოიღვიძა, რასაც ნიადაგში 60-კილომეტრიანი ნაპრალის გაჩენა მოჰყვა. ერტა ალე ერთადერთი ვულკანია მსოფლიოში, რომელსაც ორი ლავის ტბა აქვს და მის მიმართ მეცნიერებისა და მკვლევარების ინტერესი განუზომლად დიდია. 

2010 წელს ლავის ტბის ფართობი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ნაპრალმა გაფართოება დაიწყო, რაც, მეცნიერების აზრით, აფრიკის კონტინენტის შუაზე გახლეჩისა და მეექვსე ოკეანის გაჩენის დასაწყისია.

საქმე ის გახლავთ, რომ აფრიკა ორ ტექტონიკურ ფილაზე მდებარეობს, რომლებიც ყოველწლიურად ერთმანეთს 2 სანტიმეტრით სცილდება. მეცნიერების ვარაუდით, ტექტონიკური ფილების მოძრაობა იმის მანიშნებელია, რომ კონტინენტი ორ ნაწილად იყოფა.

ნიუ-იორკის როჩესტერის უნივერსიტეტის გეოლოგი სინდი ებინჯერი, რომელიც Erta Ale-ს მოქმედებას წლების მანძილზე აკვირდებოდა, ინფორმაციის მიღებისთანავე, ეთიოპიაში გაემგზავრა.
„ნანახით შოკირებული დავრჩი. ვულკანი, ფაქტობრივად, დუღდა. გავარვარებული წითელი ლავა თითქმის ცას სწვდებოდა. მიწა ირყეოდა და ადგილ-ადგილ ნაპრალები ჩნდებოდა, სადაც ოკეანის წყლები შემოდიოდა“, - განაცხადა ებინჯერმა გერმანულ გაზეთ „შპიგელთან“ ინტერვიუში.

„ზუსტად არავინ იცის, როდის დაიკავებს წყალი ხმელეთის ადგილს, მაგრამ ეს ძალიან სწრაფი პროცესი იქნება. ბოლო 5 წლის მანძილზე აფრიკის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილის გარდაქმნა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. იმაზე სწრაფად, ვიდრე ბევრს ეგონა. უკანასკნელ წლებში გეოლოგები მხოლოდ რამდენიმე მილიმეტრიან ცვლილებას აფიქსირებდნენ, მაგრამ ამჟამად ეს მონაცემები მეტრებამდე გაიზარდა“, - ამბობს ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერი ლორეინ ფილდი.

საგანგაშო ინფორმაციის მიუხედავად, მკვლევართა უმეტესობა დარწმუნებულია, რომ კონტინენტის ორ ნაწილად გაყოფას და ახალი ოკეანის წარმოქმნას დაახლოებით მილიონი წელი დასჭირდება.


წყარო
დღის ჰოროსკოპი

18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ბრონქსელი გოგონადან მოდის დედოფლამდე: ჯეი ლოს სილამაზის ევოლუცია

ლათინოამერიკელი მომღერალი, მსახიობი, მოდელიერი და ბიზნესლედი მთელი ცხოვრება ჯიუტად მიიწევდა მიზნისკენ და ახლა მას მთელი მსოფლიო იცნობს. ჯენიფერი 50 წლისაა და როგორც ჩანს, კარგად იცის, როგორ დაატრიალოს საათის ისრები უკუღმა.
საკნატუნო ამბები

დაუცველი სექსი სასარგებლოა? - მეცნიერების ახალი კვლევა

დაუცველი სექსი ორივე პარტნიორის ფსიქიკას იცავს, ხოლო სექსი პრეზერვატივით სტრესსა და დეპრესიას იწვევს, - ამტკიცებენ მეცნიერები. თქვენც დაგაფიქრათ, მეცნიერების ნათქვამმა? ერთად გავერკვეთ, რისი თქმა სურთ ჩვენს კეთილისმსურველებს.
დღის ჰოროსკოპი

17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 აგვისტოს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

Sunset Fest Bakhmaro - 19 აგვისტოს ბახმაროში თანამედროვე მუსიკის ფესტივალი და დიდი მხიარულება გელოდებათ

Sunset Fest  Bakhmaro 2019-ის მზადება აქტიურ ფაზაშია. ზღვის დონიდან 2050 მეტრზე, დაბა ბახმაროში, 19 აგვისტოს ბევრი სიურპრიზი და დიდი მხიარულება გელით.
კინო

გასაოცარი შარლიზ ტერონის 20 ფილმი

შარლიზ ტერონი არა მხოლოდ ლამაზი ქერაა, არამედ ეფექტიანი მსახიობიც, ფართო დრამატული დიაპაზონით. მას ერთნაირად ძლიერად შეუძლია ითამაშოს როგორც „საოსკარე“ დრამაში, ისე ბლოკბასტერსა და კომედიაში.
დღის ჰოროსკოპი

16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

სტაფილოს სალათი აღმოსავლურად

ამ რეცეპტით მომზადებულ სალათს ძალიან გამოკვეთილი და მდიდარი გემო აქვს. ოღონდ სუფრასთან მიტანამდე 2-3 საათი უნდა გააჩეროთ.
საკნატუნო ამბები

სექსუალური მილიონერის ახალი ცეკვა - ჯანლუკა ვაკი კვლავ ფორმაშია! (ვიდეო)

ექსტრავაგანტურმა მილიონერმა და მუსიკალურმა შემსრულებელმა ჯანლუკა ვაკიმ სოციალური ქსელი მორიგი ცხელი ვიდეოთი დაიპყრო.
დღის ჰოროსკოპი

15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 ფილმი, რომელთა ყურებისას აუცილებლად „დაგცხებათ“

წელს უჩვეულოდ გრილი ზაფხული დაგვიდგა - ან წვიმს, ან ქარია და ლამისაა ჩამოთოვოს კიდეც... ჰოდა, ეს ფილმები ნამდვილად გაგრძნობინებთ პაპანაქებას - სულშიც კი! 
საკნატუნო ამბები

სექსუალური სერფერი დები ინსტაგრამზე ნამდვილ ცეცხლს ანთებენ (10 ფოტო)

რაც არ უნდა ვთქვათ, სერფინგი, უდავოდ, სპორტის ყველაზე სექსუალური სახეობაა. ალბათ, ამიტომ აირჩიეს ავსტრალიელმა დებმა ელი-ჯინმა და ჰოლი-დეიზი კოფებმა სერფინგი.