55 წლის ალაჰ ჯულიოსა და 50 წლის ჯამილანს ექვსი შვილი ჰყავთ, რომლებიც აბსოლუტურად ჯანმრთელები დაიბადნენ.
უბედურ შემთხვევამდე აფჰსენიც ჯანმრთელი ბავშვი იყო, მაგრამ ერთი წლისაც არ გახლდათ, როცა ლოგინიდან გადმოვარდა და, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, კისერი მოიტეხა.
შეშინებულმა მშობლებმა გოგონა კლინიკაში წაიყვანეს. ექიმი არ იჯერებდა, რომ ასეთი დაზიანების მქონე ბავშვი ცოცხალი გადარჩა, თუმცა საშიში ოპერაციის გაკეთება ვერ გარისკა.
აფჰსენის მდგომარეობა თანდათან გაუარესდა - გოგონას კისრის მიდამოებში ტკივილი აწუხებდა და გამუდმებულ მეთვალყურეობას საჭიროებდა.
თავის ასეთი მდებარეობა შესაძლოა, გამოწვეული იყოს ხერხემლის არასწორი განვითარებით ან კისრის კუნთების პრობლემით. ასეა თუ ისე, სწორი დიაგნოზის დასმა მხოლოდ პროფესიონალს შეუძლია. სამწუხაროდ, აფჰსენის ოჯახს ჯერჯერობით ძვირად ღირებული გამოკვლევების ჩატარების საშუალება არ აქვს, ამიტომ გოგონას მოცდა უწევს, სანამ მისი ოჯახი საჭირო თანხის მოგროვებას შეძლებს.
თავისი მდგომარეობის გამო, გოგონას სკოლის მიტოვება მოუწია და აღარც მეგობრები ჰყავს. თანატოლებს მისი უჩვეულო გარეგნობა აშინებთ და ერიდებიან. ვესტიბულარული აპარატის არასწორი მუშაობის წყალობით, გოგონას წონასწორობის შენარჩუნება უჭირს და მშობლებს მისი ხელით ტარება უწევთ.