რამდენიმე წლის წინათ ერთ-ერთი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში მარტინა ამბობდა, რომ მისი სხეული ნელ-ნელა აფრიკელი ქალის სხეულად გარდაიქმნა: „სილამაზის სალონში წავედი, რომ ბუნებრივ თმაზე დამაგრებული პარიკი მომეხსნა. პროცედურის შემდეგ შევნიშნე, რომ ჩემმა ბუნებრივმა თმამ სტრუქტურა შეიცვალა და აფრიკელი ქალის თმას დაემსგავსა“.
გერმანულმა გაზეთმა Bild-მა მოდელის ახალგაზრდობის ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც მარტინა 1977-1978 წელს დაბადებულ თანატოლებთან ერთადაა აღბეჭდილი და გაარკვია, რომ ეს ბავშვები ამჟამად, 40 წელს გადაცილებულები არიან.
სხვათა შორის, მოდელი იმითაც არის ცნობილი, რომ მკერდი არანორმალურ ზომამდე გაიდიდა, რათა გინესის რეკორდებში მოხვედრილიყო.