მოსკოველები ქვებს ჭამენ?

იცით თუ არა...

2 აპრილი 15:00, 2018 წელი

ცნობილია, რომ ფრინველებს წვრილი ქვებისა და კენჭების ყლაპვა უხეში საკვების სწრაფად მონელებაში ეხმარება. ზოგიერთი ადამიანი კალციუმის ნაკლებობის გამო ცარცსა და თაბაშირს მიირთმევს, მაგრამ მოსკოველების ახალი გატაცება - ქვების ჭამა რაღაც ახალი და სრულიად უჩვეულოა.

პატარა, აბრეშუმივით პრიალა კენჭი, რომელიც ცისფერი ტალღებისა და იოდით გაჯერებული ჰაერის შეგრძნებას ტოვებს და ქვაში ასახული ბუნების სრულყოფილება ათი წლის წინათ ორი ესპანელი მზარეულის შთაგონების წყაროდ იქცა. სან-სებასტიანში მცხოვრებმა ანდონი ანდურისმა საკვები კაოლინისგან (თეთრი ფერის თიხა) გემრიელი ქვების შექმნა გადაწყვიტა, ხოლო კიკე დაკოსტამ საჭმელი ქვები აზოტში გაყინული ზღვის ქაფისგან დაამზადა. კრეატიული კულინარების ქვები საკმაოდ ნოყიერი აღმოჩნდა და მოსკოველების მოწონება დაიმსახურა.

საჭმელი ქვების საკუთარი რეცეპტი აქვს რესტორანი Christian-ის იტალიელ შეფ-პოვარს კრისტიან ლორენცის. ფქვილის, მოლუსკის, სკამორცას, მოცარელასა და სავოიის კომბოსტოს ნაზავისგან დამზადებული ქვების ნამდვილი ქვებისგან გარჩევა საკმაოდ ძნელია.

მოსკოვის იაპონურ ბარში ტკბილი ქვები ქოქოსის ბისკვიტისა და რძის, ლაიმისა და შოკოლადისგან მზადდება.

თევზის რესტორანში დესერტი ნაკლებად რეალისტური, მაგრამ გაცილებით მრავალფეროვანია. აქ ორი სახის ქვებს ამზადებენ: შავი და თეთრი შოკოლადის მუსი კენკრის სოუსით და შოკოლადის ნიჟარა ქვების არომატით.

Bjorn-ის შეფ-პოვარის წიწიბურას ქვები წიწიბურას სიროფისა და მსუბუქი ქაფის ბაზაზე მზადდება და თეთრი შოკოლადის მინანქარშია ამოვლებული. მოკლედ, მოსკოველებს საჭმელი ქვების ფართო ასორტიმენტი აქვთ.

წყარო
იცით თუ არა...

რას ნიშნავს ასო „V“ თქვენს ხელისგულზე?!

ხელისგულზე დააკვირდით გულის ხაზს. იგი იწყება ნეკა თთის ძირიდან, მიუყვება მთელს ხელისგულს და მთავრდება შუა და საჩვენებელ თითებს შორის. თუკი ეს ხაზი შუა ნაწილიდან ორად იყოფა, ესე იგი, თქვენ ნანატრი „V“ ასოს ბედნიერი მფლობელი ხართ!
ამბები

ადამიანის ხუთი გრძნობა ცხოვრების ხელოვნების აღმოსაჩენად

წლევანდელი TEDxTbilisi-ის მთავარი თემა „ცხოვრების ხელოვნებაა“.
კულინარია

საახალწლო ლაბა ქათმის ხორცით - ძალიან გემრიელი და ნოყიერი

ქათმის ლაბას ძალიან ადვილად მოამზადებთ, თანაც საახალწლო სუფრასაც უდავოდ დაგიმშვენებთ.
დღის ჰოროსკოპი

5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

გიორგის სიცოცხლისთვის!

პატარა გიორგის საზოგადოების დახმარება სჭირდება!
ამბები

„ვისოლ ჯგუფმა“ სტუდენტური დასაქმების ფორუმი გამართა  

„ვისოლ ჯგუფმა“ „ფაბრიკაში“ სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი გამართა. 
ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ჰოსპიტალური ბიზნესიდან გადის

„ჯიპიაი ჰოლდინგი“, ევროპელი აქციონერების გადაწყვეტილებით, სადაზღვევო ბიზნესსა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე მოახდენს ფოკუსირებას. შვილობილი „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელი შპს „ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფმა“ შეიძინა.
დღის ჰოროსკოპი

4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

1992 წლის 3 დეკემბერს მსოფლიოში პირველი SMS გაიგზავნა!

მართალია, გამოგონებათა უმრავლესობა, რომლებმაც სამყარო შეცვალა, აშშ-ში შეიქმნა, თუმცა sms - Short Message Service სრულად ევროპული მიღწევაა... 
თემატური ჰოროსკოპი

რას მოასწავებს 2020 წლის სიმბოლო - თეთრი მეტალის ვირთხა?

2020 წელი, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ვირთხის წელიწადია. ჩინური ჰოროსკოპის კალენდარში ვირთხა პირველია 12 ცხოველს შორის, რომლებიც ერთმანეთს გარკვეული თანმიმდევრობით ცვლიან. 
დღის ჰოროსკოპი

3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ქალებისთვის მიუწვდომელი 12 უსიმპათიურესი მამაკაცი

მათ თავიანთი არატრადიციული ორიენტაციის შესახებ განაცხადეს...