პენსიონერმა ქალებმა ტრამვაი გაიტაცეს

იცით თუ არა...

6 აპრილი 15:00, 2018 წელი

არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ორი პენსიონერი ქალბატონი დეპოში შეიპარა, ტრამვაი გაიტაცა და ქალაქის ქუჩებში გაისეირნა.

ეს უცნაური ამბავი რამდენიმე თვის წინ ქალაქ სამარაში მოხდა.
ადგილობრივმა სამართალდამცველებმა სატრანსპორტო საშუალების არამართლზომიერად დაუფლების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და ოპერატიული სამძებრო სამუშაოები დაიწყეს.

დეპოს ტერიტორიაზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების გაშიფვრის შედეგად გაირკვევა, რომ ნასვამი ქალები დეპოს ტერიტორიაზე ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით შევიდნენ. შემდეგ კი ტრამვაი გაიტაცეს და თვალს მიეფარნენ.

„სპეციალური მომზადების გარეშე ტრამვაის ადგილიდან დაძვრა შეუძლებელია. ეს მაფიქრებინებს, რომ ერთ-ერთ ქალბატონს ტრამვაის მართვის გამოცდილება ჰქონდა, თუმცა გაუგებარია, როგორ მოახერხეს მოხუცებმა გამშვები პუნქტის გავლა და ქალაქის ქუჩებში სეირნობა“, - განაცხადა მომხდარის კომენტირებისას დეპოს თანამშრომელმა.

საბოლოოდ, გატაცებული ტრამვაი ქალაქის ერთ-ერთ მოედანზე აღმოაჩინეს. გამტაცებლები კი მიმდებარე ტერიტორიაზე, ბაღში დააკავეს, სადაც არყის სმას განაგრძობდნენ და ხმამაღლა მღეროდნენ.
ეჭვმიტანილებმა პოლიციის განყოფილებაში ტრამვაის გატაცების ფაქტი აღიარეს.
გამოძიების მიმდინარეობისას, ტრამვაის დეპოს დირექტორმა დამნაშავეებში ყოფილი თანამშრომლები ამოიცნო. გაირკვა, რომ ერთ-ერთი ქალბატონი პენსიაში გასვლამდე დეპოში 18 წელი ტრამვაის მძღოლად მუშაობდა, მეორე კი კონტროლიორი გახლდათ. მხიარული შეკრების შემდეგ, მეგობრებს „ძველი დროის“ გახსენება და ტრამვაით გასეირნება მოუნდათ. ამასთანავე, გადაწყვიტეს, რომ სასიამოვნო სასარგებლოსთან შეეთავსებინათ. მოხუცებმა დაახლოებით 250 მგზავრი გადაიყვანეს, 1350 რუბლი გამოიმუშავეს და არაყი და ხორციანი ღვეზლები იყიდეს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამტაცებლებს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან 200 000 რუბლის გადახდა ემუქრებათ, თუმცა დამნაშავეების ასაკიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ყველაფერი სიტყვიერი გაფრთხილებით დასრულდება.

წყარო
საკნატუნო ამბები

დაუცველი სექსი სასარგებლოა? - მეცნიერების ახალი კვლევა

დაუცველი სექსი ორივე პარტნიორის ფსიქიკას იცავს, ხოლო სექსი პრეზერვატივით სტრესსა და დეპრესიას იწვევს, - ამტკიცებენ მეცნიერები. თქვენც დაგაფიქრათ, მეცნიერების ნათქვამმა? ერთად გავერკვეთ, რისი თქმა სურთ ჩვენს კეთილისმსურველებს.
დღის ჰოროსკოპი

17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 აგვისტოს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

Sunset Fest Bakhmaro - 19 აგვისტოს ბახმაროში თანამედროვე მუსიკის ფესტივალი და დიდი მხიარულება გელოდებათ

Sunset Fest  Bakhmaro 2019-ის მზადება აქტიურ ფაზაშია. ზღვის დონიდან 2050 მეტრზე, დაბა ბახმაროში, 19 აგვისტოს ბევრი სიურპრიზი და დიდი მხიარულება გელით.
კინო

გასაოცარი შარლიზ ტერონის 20 ფილმი

შარლიზ ტერონი არა მხოლოდ ლამაზი ქერაა, არამედ ეფექტიანი მსახიობიც, ფართო დრამატული დიაპაზონით. მას ერთნაირად ძლიერად შეუძლია ითამაშოს როგორც „საოსკარე“ დრამაში, ისე ბლოკბასტერსა და კომედიაში.
დღის ჰოროსკოპი

16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

სტაფილოს სალათი აღმოსავლურად

ამ რეცეპტით მომზადებულ სალათს ძალიან გამოკვეთილი და მდიდარი გემო აქვს. ოღონდ სუფრასთან მიტანამდე 2-3 საათი უნდა გააჩეროთ.
საკნატუნო ამბები

სექსუალური მილიონერის ახალი ცეკვა - ჯანლუკა ვაკი კვლავ ფორმაშია! (ვიდეო)

ექსტრავაგანტურმა მილიონერმა და მუსიკალურმა შემსრულებელმა ჯანლუკა ვაკიმ სოციალური ქსელი მორიგი ცხელი ვიდეოთი დაიპყრო.
დღის ჰოროსკოპი

15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 ფილმი, რომელთა ყურებისას აუცილებლად „დაგცხებათ“

წელს უჩვეულოდ გრილი ზაფხული დაგვიდგა - ან წვიმს, ან ქარია და ლამისაა ჩამოთოვოს კიდეც... ჰოდა, ეს ფილმები ნამდვილად გაგრძნობინებთ პაპანაქებას - სულშიც კი! 
საკნატუნო ამბები

სექსუალური სერფერი დები ინსტაგრამზე ნამდვილ ცეცხლს ანთებენ (10 ფოტო)

რაც არ უნდა ვთქვათ, სერფინგი, უდავოდ, სპორტის ყველაზე სექსუალური სახეობაა. ალბათ, ამიტომ აირჩიეს ავსტრალიელმა დებმა ელი-ჯინმა და ჰოლი-დეიზი კოფებმა სერფინგი. 
დღის ჰოროსკოპი

14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

მთა, სუფთა ჰაერი, დოღი და თანამედროვე მუსიკის ფესტივალი - რა ელოდება ბახმაროში 19 აგვისტოს ასულ სტუმრებს

19 აგვისტოს, დაბა ბახმაროში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე, ასულ სტუმრებს დიდი დღესასწაული ელით!