The Verge-ის ინფორმაციით, რამდენიმე თვეა, რაც იაპონურ სასტუმროებში სტუმრებს კართან უჩვეულო ჩუსტები ეგებებიან. სტუმრის ლოგინში დაწოლისთანავე, ჩუსტები თავის ადგილზე მიგორდებიან და გაღვიძებისთანავე „სამუშაო ადგილზე“ ცხადდებიან.
ჩუსტების შემქმნელებმა განაცხადეს, რომ მათი მიზანი სასტუმროს პერსონალისთვის საქმის შემსუბუქება და სტუმრების გახალისება იყო, ამიტომ ჩუსტებში მინიატურული ბორბლები, მოტორი და პულტი დამონტაჟეს.
The Verge-ის ინფორმაციით, ამ მეთოდით კომპანიამ თავის მანქანებში ნახევრად ავტომატური პარკირების სისტემის ProPilot-ის რეკლამირება მოახდინა. 2018 წელს გამოშვებული Nissan Leaf პირველი მოდელია, რომელმაც ProPilot-ის სისტემით აღიჭურვა.