ტყის ხანძრებს ფრინველები აჩენენ?

იცით თუ არა...

24 ივნისი 15:00, 2018 წელი

ყოველწლიურად მსოფლიოში 7-8 მილიონი ხანძრის შემთხვევა ხდება. ტყის ხანძრების მიზეზის საინტერესო ვერსია მეცნიერებს ჩრდილოეთ ავსტრალიის აბორიგენთა ტომებმა მიაწოდეს...

ჩრდილოეთ ავსტრალიის აბორიგენთა ტომებმა ტყის ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე მომუშავე მეცნიერთა ჯგუფს საინტერესო ვერსია შესთავაზეს.
ამ ვერსიის თანახმად, ხანძრის გაჩენის ერთ-ერთი მიზეზი ფრინველია, რადგან ხანძრის კერებთან ხშირად შეუნიშნავთ მტაცებელი ფრინველები (ქორი, მიმინო).

აბორიგენების მტკიცებით, სოროებში საიმედოდ დამალული მღრღნელების გამოტყუების მიზნით  ფრინველები აალებულ ხის ტოტს ხმელ ბალახებსა თუ ბუჩქნარში აგდებენ.
„თავად დავინახე, რომ ქორს კლანჭებში აბოლებული ტოტი ეჭირა და ხმელი ბუჩქნარისკენ მიჰქონდა. ცეცხლის გამჩაღებელმა ტოტი ბუჩქებში ჩააგდო, შორიახლოს ჩამოჯდა და დაელოდა, სანამ შეშინებული მღრღნელები სოროებიდან გამოძვრებოდნენ“.




ტყის ხანძრების თემაზე მომუშავე მკვლევარმა მარკ ბონტმა განაცხადა, რომ ზოგიერთი მტაცებელი ცეცხლის გასაჩაღებლად ადამიანის მიერ დატოვებული კოცონის ნაკვერჩხალსაც იყენებს. ამ ვერსიის დასადასტურებლად, ბონტსა და მის გუნდს გარკვეული პერიოდის მანძილზე ავსტრალიელ აბორიგენებთან ერთად ცხოვრება მოუწიათ.

„ჩვენი კვლევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ადგილობრივ აბორიგენებთან მჭიდრო თანამშრომლობა. ეს ადამიანები 50 000 წელია ამ ადგილებში ცხოვრობენ და ბუნების ყველა საიდუმლოს ფლობენ. მათი დახმარებით შევძლებთ „ცეცხლოვანი ფრინველების“ ქცევა შევისწავლოთ. აღსანიშნავია, რომ ადრე ასეთი ექსპერიმენტის ჩატარება ვერავინ მოახერხა“, - ამბობს ბონტი.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

4 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ვინ იყო პირველი ღიად ლესბოსელი ქალი, ვინც მე-19 საუკუნის ქუთაისში იმოგზაურა

ბავშვობიდან სხვანაირი იყო. მისი მშობლები მის მკაცრ ხასიათს ვერ უმკლავდებოდნენ. ბრწყინვალე განათლება მიიღო და სწავლობდა ანატომიასაც, რათა გაეგო, საიდან ჰქონდა ლტოლვა ქალების მიმართ... 
ამბები

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცებისა და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს

„ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და COVID-19-ის გავლენით დაზარალებული შშმ პირებისა და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის  პირველადი  მოხმარების პროდუქტებისა და სურსათის მისაწოდებლად საწვავი გამოყო“, - ამის შესახებ ინფორმაციას „ვისოლი“ ავრცელებს.
საკნატუნო ამბები

ყოფილი ცოლების ჰოროსკოპი

რა ხდება განქორწინების შემდეგ?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ყინულის დიეტა მსოფლიოს იპყრობს

ყინულის დიეტის დაწყების დროა... ერთად გავერკვეთ, რას გულისხმობს ეს და როგორ ეხმარება ორგანიზმს ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში.  
დღის ჰოროსკოპი

3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

1 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

რა ხდება როდესაც მოდა და ტექნოლოგიები ერთიანდებიან?

მოდისა და ახალი ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილი ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორიაჯეოლაბი გახდა.
დღის ჰოროსკოპი

31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

თბილისის მეტროს სიმპათიური მემანქანეები

იცოდით, რომ „თბილისის მეტროპოლიტენში“ ასეთი სიმპათიური ბიჭები მუშაობენ მემანქანეებად?