ტალკი, რომელსაც შამპუნი შეიცავს, კიბოს იწვევს!

იცით თუ არა...

27 ივნისი 15:00, 2018 წელი

სკანდალი გრძელდება! ერთ-ერთი მორიგი მსხვერპლი 65 წლის ამერიკელი ევა ეჩევერიაა. ონკოლოგიური ავადმყოფების უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს, რომ მათი დაავადების გამომწვევია ბუნებრივი მინერალი ტალკი, რომელიც სუფთა სახით დიდი რაოდენობით აზბესტს შეიცავს, რაც კიბოს იწვევს. 

Daily Mail-ის ინფორმაციით, ბოლო დროს ამერიკულ სასამართლოებში კვლავ შევიდა Johnson & Johnson-ის და კიდევ რამდენიმე მსხვილი კომპანიის წინააღმდეგ ათასობით დაზარალებული ადამიანის სარჩელი, რომლებშიც საუბარია იმაზე, რომ ამ კომპანიების წარმოებული პროდუქცია კიბოს გამომწვევ ტალკს შეიცავს.


დაზარალებულთა ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ზემოხსენებული კომპანიის ნაწარმით ბრიტანეთის ათასობით მოქალაქე დაზარალდა.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია Johnson & Johnson-ის საბავშვო ტალკის ერთ-ერთი მსხვერპლი 65 წლის ამერიკელი ევა ეჩევერია გახდა, რომელმაც კომპანიისგან კომპენსაციის სახით 417 მლნ დოლარი მიიღო.

ცნობილმა ბანკირმა ნიუ-ჯერსიდან 2018 წლის აპრილში, მეზოთელიომას ამოკვეთის შემდეგ (ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც პლევრაში ან პერითონეუმში ვითარდება) Johnson & Johnson-გან კომპენსაციის სახით 117 მილიონი სტერლინგი მიიღო. როგორც გაირკვა, სიმსივნე კომპანიის მიერ წარმოებულ საბავშვო ტალკში შემავალი აზბესტის მტვრის ზემოქმედების შედეგად წარმოიქმნა.

Johnson & Johnson-ის საბავშვო ტალკი ქალებში ათწლეულების განმავლობაში უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობდა. ახლა კი ეს ქალები და მათი შვილები ამისთვის საბედისწერო ფასს იხდიან.

„ეს შენელებული მოქმედების ნაღმია, რომელმაც შეიძლება შეიწიროს ადამიანები, რომლებიც ტალკს ბავშვობის ან მოზარდობის ასაკში იყენებდნენ. საშიშია ტალკის შემცველი შამპუნები და ჰიგიენისა თუ კოსმეტიკის სხვა საშუალებებიც. აუცილებელი იყო, რომ მომხმარებლები მოსალოდნელი რისკების შესახებ თავიდანვე გაეფრთხილებინათ, მაგრამ ეს არავინ გააკეთა“, - ამბობს იურისტი ფილიპ გაუერი.

ონკოლოგიური ავადმყოფების უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს, რომ მათი დაავადების გამომწვევი ჩვეულებრივი საბავშვო ტალკია, რომელიც აზბესტს შეიცავს. მართალია, პუდრის კოსმეტიკურ საშუალებებში აზბესტისგან გამოთავისუფლებული ტალკი გამოიყენება, რაც უსაფრთხოა, მაგრამ კვლევები აჩვენებს, რომ აზბესტისგან გაწმენდილი ტალკიც კი ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგებს იძლევა.
უხარისხო ტალკის გაყიდვაში შემჩნეული არიან ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა Old Spice, Desert Flower и Friendship Garden.

შეიძლება თუ არა, ტალკის მოხმარებამ ავთვისებიანი სიმსივნე გამოიწვიოს?
ამასთან დაკავშირებით, ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, - ამბობს მედიცინის დოქტორი პაოლო ბოფეტა. კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტო კი დარწმუნებულია, რომ ტალკის შემადგენლობაში შემავალი აზბესტი სახიფათო კანცეროგენია.

ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ქალები, რომლებიც საბავშვო ტალკს ყოველდღიურად მოიხმარდნენ, სხვებთან შედარებით საკვერცხეების სიმსივნით 40%-ით ხშირად ავადდებიან.

კვლევამ, რომელშიც 3000 ქალი მონაწილეობდა, დაადასტურა, რომ ტალკის თუნდაც კვირაში ერთხელ გამოყენება კიბოს რისკს 36%-ით ზრდის, ხოლო ყოველდღიურად გამოყენების შემთხვევაში - 41%-ით.
ამჟამად ბავშვთა ჰიგიენის საშუალებებსა და კოსმეტიკაში ტალკის გამოყენება მხოლოდ კანადასა და ევროკავშირშია შეზღუდული. რადიკალური ზომების მიღებამდე საერთაშორისო ორგანიზაციები კონკრეტულ სამეცნიერო მტკიცებულებებს ელიან.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

როგორ იბრძოდნენ ქალები საქართველოს დამოუკიდებლობისთვის

საქართველოს ეროვნულ საბჭოში, რომელმაც 1918 წლის 26 მაისს, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, 5 ქალი დეპუტატი იყო. მათი ხელმოწერაც ამშვენებს კონსტიტუციური ხასიათის პირველ ქართულ დოკუმენტს.
დღის ჰოროსკოპი

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ასფალტზე გაცოცხლებული მულტფილმის გმირები თვითიზოლაციაში 

ასეთ უჩვეულო დროში ჩვენ ყველას მხარდაჭერა და კარგი განწყობა გვჭირდება.
სილამაზე/ჯანმრთელობა

როგორ დავეხმაროთ გაუწყლოვანებულ კანს სახლის პირობებში?

თქვენც ფიქრობთ, რომ მშრალი და გაუწყლოვანებული კანი - ერთი და იგივეა? 
საკნატუნო ამბები

საწოლში პრეზიდენტთან: პოლიტიკოსების 5 ყველაზე ხმაურიანი სექს-სკანდალი

მორიგი სექს-სკანდალს ცნობილ მომღერალსა ან მსახიობზე ლამის ყოველდღე ვაწყდებით ინტერნეტსივრცეში და შეიძლება, გვერდიც აუიაროთ, თუმცა, იმავეს ვერ ვიტყვით იმ ადამიანებზე, რომელთა ცხოვრება მეტ-ნაკლებად გასაიდუმლოებულია. 
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

დისნეის პრინცესები პირბადეების დეფიციტის დროს

კორონავირუსის გამო მთელ მსოფლიოში სამედიცინო ნიღბების დეფიციტი გაჩნდა. პრონცესები არ დაიბნენ და პრობლემიდან სახალისო გამოსავალიც იპოვეს.
ამბები

ონლაინდისკუსია თემაზე პერსონალური მონაცემების დაცვის ევროკავშირის რეგულაციები და ქართული კანონმდებლობა

25 მაისს, 17:00 საათზე არასამთავრობო ორგანიზაცია IRC-ის Facebook გვერდზე https://www.facebook.com/IRC111 გაიმართება ონლაინდისკუსია https://www.facebook.com/events/245085283386708 თემაზე: GDPR და ქართული კანონმდებლობა.
ამბები

კიბოს რისკისგან დაზღვევა - ფონდი სიმშვიდისთვის

ავთვისებიანი სიმსივნის პირისპირ: 27 წლის ნინოს „ჯიპიაი ჰოლდინგმა“, კიბოს რისკისგან დაზღვევის პროგრამა „ონკო ქეარით“, 150 000 ლარი აუნაზღაურა.
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?