ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი და ლიონელ მესი ოჯახის დანგრევის მიზეზი გახდა

იცით თუ არა...

4 ივლისი 15:00, 2018 წელი

მუნდიალის ვნებები პიკს აღწევს!

რუსეთში, ქალაქ ჩელიაბინსკში მცხოვრებმა ცოლ-ქმარმა არსენმა და ლიუდმილამ ერთმანეთი 2002 წელს, ფეხბურთში ჩემპიონატის მიმდინარეობისას, სპორტულ კაფეში გაიცნეს. საერთო ინტერესის მიუხედავად, ცოლ-ქმარს სხვადასხვა კერპი ჰყავდა: ქმარს „ბარსელონას“ საუკეთესო ბომბარდირი ლიონელ მესი მოსწონდა, ცოლი კი ლეოს მთავარ მეტოქეს კრიშტიანუ რონალდუს აღმერთებდა.
რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე არსენი, როგორც მესის თავგადაკლული გულშემატკივარი, არგენტინა-ნიგერიის მატჩის შემდეგ უზომოდ ბედნიერი ჩანდა, რამაც ცოლის გაღიზიანება გამოიწვია. ლიუდმილამ მეუღლე დამცინავი და შეურაცხმყოფელი ეპითეტებით შეამკო, რამაც ეს უკანასკნელი იმდენად გააბრაზა, რომ ცოლთან განქორწინების გადაწყვეტილება მიიღო.

„ეს შემთხვევა ჩემი მოთმინების ფიალაში უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა. ლიუდმილა ჩემს კერპს მსოფლიო ჩემპიონატის პირველივე დღიდან აკრიტიკებდა. უსასრულოდ იმეორებდა, რომ მესი ცუდად თამაშობს და ისლანდიასთან მატჩის დროს მნიშვნელოვანი პენალტი ვერ გაიტანა. არგენტინა-ნიგერიის შეხვედრის დროს კი ნიგერიელებს დემონსტრაციულად გულშემატკივრობდა. ბოლოს და ბოლოს, მოთმინებამ მიღალატა და სახეში მივახალე, რასაც მის ლამაზმან რონალდუზე, პორტუგალიის ნაკრებზე, თავად მასზე და ყველა იმ გუნდზე ვფიქრობდი, რომელსაც ჩემი ცოლი გულშემატკივრობდა. ამის შემდეგ საკუთარი ნივთები ავიღე და სახლიდან სამუდამოდ წამოვედი“, - აღიარა „არგუმენტი ი ფაკტის“ ჟურნალისტთან საუბარში არსენმა.
მეორე დღეს მესის ფანმა მმაჩის ბიუროში განცხადება შეიტანა და ცოლთან განქორწინება მოითხოვა. საბოლოოდ, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს გამო, 14 წლის ოჯახი დაინგრა, თუმცა, თუ გათვალისწინებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ¼ ფინალს არგენტინა და პორტუგალია გამოეთიშნენ, გამორიცხული არაა, საერთო მწუხარება ცოლ-ქმრის შერიგების მიზეზი გახდეს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?