სექტანტებს, რომლებიც მომაკვდავ შვილს ლოცვებით „მკურნალობდნენ“, 6 წელი მიუსაჯეს

იცით თუ არა...

16 ივლისი 15:00, 2018 წელი

სარა და ტრევის მიტჩელების ტყუპი გოგონა ქვეყანას ნაადრევად მოევლინა. მართალია, მშობიარობის მოახლოება იგრძნო, მაგრამ სარამ სამშობიაროში წასვლაზე უარი თქვა - ცოლ-ქმარი ერთ-ერთი რელიგიური სექტის წევრია, რომელიც სამედიცინო დახმარების მიღებას კრძალავს.

მშობიარობიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ახალშობილი ტყუპებიდან ერთ-ერთს ასფიქსია დაეწყო და დაიღუპა. ამ დროის მანძილზე ცოლ-ქმარი, სასწრაფო დახმარების გამოძახების ნაცვლად, ლოცულობდა და ღმერთს შვილის გამოჯანმრთელებას სთხოვდა.

ბავშვის გარდაცვალების შემდეგ სექტის მეთაურმა, რომელშიც სარა და ტრევისი იყვნენ გაწევრიანებული, სიკვდილის მიზეზების დადგენა სამედიცინო ექსპერტს სთხოვა. სწორედ ექსპერტმა შეატყობინა სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ.

ადგილზე მისულმა პოლიციელებმა გარდაცვლილი ბავშვის გარდა, ცოცხალიც აღმოაჩინეს, რომელიც სასწრაფო დახმარებას საჭიროებდა. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მისი მშობლები მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს.

მოგვიანებით, ექსპერტმა დაადგინა, რომ ჩვილის გარდაცვალება ნაადრევი მშობიარობით იყო გამოწვეული. დადგინდა ისიც, რომ კლინიკაში მისი გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა.

სარა და ტრევის მიტჩელები გაუფრთხილებლობით მკვლელობისთვის გაასამართლეს და 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის გარდა, ცოლ-ქმარმა, რელიგიური შეხედულებების მიუხედავად, ბავშვისთვის სამედიცინო დახმარების აუცილებლობა ოფიციალურად უნდა აღიაროს.  


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ვენეციის ქუჩებში ცოცხალი ვეშაპი გამოჩნდა!

ერთ დილასაც ვენეციელებმა გაიღვიძეს და თავიანთ ქალაქში ატლანტიკელი სტუმარი იხილეს!
დღის ჰოროსკოპი

21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ნოემბერისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ენ ჰეთეუეის 15 შესანიშნავი როლი

ეს ის ფილმებია, რომელთა გამოც ასე გვიყვარს ეს მსახიობი.
ამბები

თბილისის სხვადასხვა უბანში უპატრონო ძაღლებისთვის სახლები დაიდგა

შპს „ჩემი სახლი“-ს ინიციატივით, თბილისის სხვადასხვა უბანში ქუჩის ძაღლებისთვის სახლები დაიდგა.
დღის ჰოროსკოპი

20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ძაღლის 12 ჯიში, რომელიც თითქმის არ ყეფს!

მათთვის, ვისაც სურს, სახლში ძაღლი ჰყავდეს, თუმცა მისი ყეფით მეზობლების შეწუხებას ერიდება...
საკნატუნო ამბები

შიშველი იოგა - წარმოუდგენლად ლამაზი სანახაობა

თითოეულ ასანაში ულამაზესი ტალღისებრი მიმოხვრა და მშვიდი კონცენტრირება ამ ფოტოებს ხელოვნების ნიმუშებად აქცევს. 
დღის ჰოროსკოპი

19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
FUN-ტესტი

გამოთვალეთ თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი

რამდენ ძაღლს ხედავთ ამ შავ-თეთრ სურათზე? სწორედ ეს რაოდენობა განსაზღვრავს თქვენი გონების რეალურ ასაკს...
დღის ჰოროსკოპი

18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ფულის ხარჯვა - ეს ჩვევა სიღარიბის ნიშანია (?!)

ამერიკელმა მეცნიერებმა შეისწავლეს 100-ზე მეტი ბავშვის და მოზარდის თავის ტვინი, რომლებიც სხვადასხვა შემოსავლების მქონე ოჯახებში იზრდებიან.