გოგონას გაყინული სხეული პროზექტურაში უნდა გადაეტანათ, როცა ექიმებმა სასწაული იხილეს...

იცით თუ არა...

2 აგვისტო 15:00, 2018 წელი

ერთ სუსხიან საღამოს 19 წლის მინესოტელი გოგონა ჯინ ჰილარდი სახლში მიდიოდა. მოულოდნელად, დათოვლილ გზაზე მანქანა გაუფუჭდა და მეზობლად მცხოვრები მეგობრის სახლამდე ფეხით მისვლა გადაწყვიტა. მიზანს თითქმის მიაღწია, მაგრამ ყინვისგან გონება დაკარგა და თოვლში ჩავარდა.

სანამ მეგობარი იპოვიდა, ჯინმა 22-გრადუსიან ყინვაში 6 საათი გაატარა. გოგონა სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის სიცოცხლის არავითარ ნიშანწყალს აღარ ამჟღავნებდა - სხეულის ტემპერატურა არ იზომებოდა და სხეული იმდენად გაყინული იყო, რომ ექიმმა ნემსის გაკეთება ვერ მოახერხა.

ექიმებმა ჩათვალეს, რომ გოგონა გარდაიცვალა, თუმცა გადარჩენის შემთხვევაშიც კი დარწმუნებულები იყვნენ, რომ მისი მოყინული კიდურების ამპუტირება მოუწევდათ. ის იყო, სხეული პროზექტურაში უნდა გადაეტანათ, რომ დაუჯერებელი რამ მოხდა - ჯინის სხეულმა ნელ-ნელა დნობა დაიწყო. რაღაც დროის შემდეგ, გოგონა ოდნავ გაინძრა, თვალები გაახილა და წყალი ითხოვა.

3 დღის შემდეგ ჯინმა ფეხების ამოძრავება შეეძლო, 6 კვირის შემდეგ კი საავადმყოფოდან სრულიად ჯანმრთელი გაეწერა. მედიკოსებს ამ შემთხვევის ახსნა დღემდე უჭირთ, თუმცა ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევები ზამთრის ძილის მოყვარულ ცხოველებში დაფიქსირებულა.

ეს ამბავი 1980 წელს მოხდა. მომხდარს მაშინ ერთადერთი ახსნა მოუძებნეს - გოგონას სხეული იმაზე სწრაფად გაიყინა, ვიდრე შინაგანი ორგანოების რღვევის პროცესი დაიწყებოდა. ალბათ, ჯინ ჰილარდს ძლიერი მფარველი ანგელოზი ჰყავს...



 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

5 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

რატომ დადიან ნიღბით ზოგ ქვეყანაში მასიურად და ზოგან - იშვიათად?

სცადეთ და გაიარეთ ნიღბის გარეშე ჰონგ-კონგში, სეულსა ან ტოკიოში - ყველგან იგრძნობთ მტრულ და არამეგობრულ მზერას.
ურთიერთობა

რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში დისტანციურად მუშაობამ?

ამ გამოკითხვამ, რომელიც „ფანთაიმმა“ თავის მეგობრებსა და მკითხველებს შორის ჩაატარა, დისტანციური მუშაობის საინტერესო მხარეები დაგვანახა...
ამბები

უმსხვილესმა ფეისბუქ-ჯგუფმა „მოგზაურთა კლუბმა“ StopCov ფონდში 20 000 ლარი გადარიცხა

COVID-19-თან ბრძოლის წინააღმდეგ შექმნილ ფონდში StopCov 20 000-მდე ლარი ერთ-ერთმა უმსხვილესმა ქართულმა ფეისბუქ-ჯგუფმა მოგზაურთა კლუბმა (Cheap Travel Georgia) გადარიცხა.
დღის ჰოროსკოპი

4 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 აპრილილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

დღეიდან ,,მაგნიტის“ მომხმარებლებს მარტოხელა მოხუცების დახმარების პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ

„მაგნიტში“ საქველმოქმედო აქცია დაიწყო, რომლის მიხედვით, მომხმარებელი, სურვილის შემთხვევაში, განსაზღვრულ პროდუქტს შეიძენს და სპეციალურად გამოყოფილ კალათში მოათავსებს.
ამბები

„არქიმ“ თავდაცვის სამნისტროსა და შსს-ს 1000-1000 სერტიფიცირებული რესპირატორი უსასყიდლოდ გადასცა

დღეს „არქი“ მცხეთა-თბილისის საკონტროლო გამშვებ პუნქტს ესტუმრა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს 1000 ცალი N95 ტიპის სპეციალური დანიშნულების სერტიფიცირებული რესპირატორი გადასცა. გარდა ამისა, დამატებით „არქიმ“ კიდევ 1000 რესპირატორი შინაგან საქმეთა სამინისტროსაც გადასცა.
კინო

კორონავირუსზე პირველი დრამა გადაიღეს - ნახეთ ფილმის ტრეილერი (ვიდეო)

ფილმი გადაიღო ირანული წარმოშობის კანადელმა რჟისორმა მოსტაფა კეშვარიმ, რომელმაც დრამას „Corona“ უწოდა.
ამბები

„სმარტი“, წითელ ჯვართან და თბილისის მერიასთან ერთად, საზოგადოებას ხანდაზმულთა მხარდამჭერ კამპანიაში ჩართვის საშუალებას აძლევს

„სმარტის“ ყველა სუპერმარკეტში საქართველოს წითელი ჯვრისა და ქალაქ თბილისის მერიის ხანდაზმულთა მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში სპეციალური კუთხეები მოეწყო, სადაც მომხმარებლებს საშუალება აქვთ, მათთვის შეიძინონ ნებისმიერი პროდუქტი საჭიროებების წინასწარ შემუშავებული სიიდან და მონაწილეობა მიიღონ ქველმოქმედებაში.
დღის ჰოროსკოპი

3 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„მოხალისე მასწავლებელი“ - პროექტი, რომლის დახმარებით ბავშვები გახანგრძლივებულ არდადეგებს საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატარებენ

„მოხალისე მასწავლებელი“ - გიმნაზია „შავნაბადას“ ინიცირებული პროექტია, რომლის ანალოგი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში არ მოიძებნება.